ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი და ასადი ალეპოში დამანგრეველ იარაღს იყენებენ


ბომბებით შექმნილი კრატერების ზომა უფრო დიდი ხდება, რუსეთის და სირიის სამხედრო თვითმფრინავების რაკეტების დამანგრეველი ძალა კი, რომელსაც ალეპოში იყენებენ, სულ უფრო იზრდება.

გასულ კვირაში, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემდეგ, ალეპოს აღმოსავლეთ რაიონებზე შეტევა, რომელიც მეამბოხეების ხელშია, უფრო სასტიკი გახდა. სირიის პრეზიდენტს და მის უცხოელ მხარდამჭერებს, რუსეთს და ირანს გადაწყვეტილი აქვთ ალეპოში გამაგრებული მეამბოხეები დაძლიონ და გამანადგურებელ დარტყმას აყენებენ ხუთწლიან კამპანიას, რომლის მიზანიც სირიის მმართველის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა.

ანალიტიკოსები და დასავლელი დიპლომატები ამბობენ, რომ გასულ კვირაში, რუსეთის და სირიის სამხედრო თვითმფრინავებმა ალეპოში გამაგრებული სამხედრო ბუნკერების საწინააღმდეგო ბომბები გამოიყენეს.

XS
SM
MD
LG