ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში არავაქცინირებულებს საჯარო დაწესებულებებში აღარ შეუშვებენ


საფრანგეთში მიღებული ახალი რეგულაციების თანახმად, აუცრელი ადამიანები კაფე-ბარებში, რესტორნებში, ტურისტულ ადგილებსა და სპორტულ დაწესებულებებში აღარ დაიშვებიან. გამონაკლისი შეეხებათ მხოლოდ მათ, ვინც ცოტა ხნის წინ გადაიტანა ვირუსი და ახალი გამოჯანმრთელებულია.

ახალი კანონი ძალაში 24 იანვარს შევიდა და ის "ვაქცინის პასპორტს" სავალდებულოს ხდის ყველა მოქალაქისთვის. ეს მთავრობისთვის, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიაა.

საფრანგეთში კორონავირუსის დღიური მაჩვენებლები ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალია. ახალი შემთხვევების ზრდა კი პირდაპირ ზეწოლას ახდენს საავადმყოფოებზე, სადაც საწოლების ნაკლებობაა. თუმცა, შემცირდა ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი პაციენტების რიცხვი.

კოვიდ პასპორტის გარდა საფრანგეთის მთავრობამ კიდევ რამდენიმე რეგულაცია შემოიღო, რათა ქვეყანაში ომიკრონის სწრაფი გავრცელება თავიდან აიცილონ.

კვლევების მიხედვით, ნაკლებადაა სავარაუდო, რომ ომიკრონი, დელტა ვარიანტისგან განსხვავებით, მძიმე გართულებებს გამოიწვევს პაციენტებში. დელტასგან განსხვავებით, ომიკრონი გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე დომინანტი გახდა. ასევე, სხვა შტამებისგან განსხვავებით ის გაცილებით უფრო ადვილად შეიძლება შეეყაროს აცრილ ადამიანს.

XS
SM
MD
LG