ევროკომისია განიხილავს პოტენციურ სამართლებრივ და ფინანსურ პასუხებს მას შემდეგ, რაც პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ევროკავშირის კანონის უზენაესობა პოლონეთის კონსტიტუციის პირისპირ, უარყო. ეს განცხადება, სამშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.
სტრასბურგში ევროკავშირის კანონმდებლებთან შეხვედრისას, ფონ დერ ლეინმა თქვა, რომ პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ თვის დასაწყისში "ევროკავშირის ერთიანობისთვის პირდაპირი გამოწვევაა".
”ჩვენ არც შეგვიძლია და არც დავუშვებთ იმას, რომ ჩვენი საერთო ღირებულებები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს,” - თქვა მან.
პოლონეთის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ეროვნულ კონსტიტუციასევროკავშირის კანონების წინაშე უპირატესობა აქვს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუს მორავიცკიმ განაცხადა, რომ ვარშავას ევროკავშირის მუქარა არ აშინებს და თქვა, რომ პოლონეთი განაგრძობს ევროკავშირის ხელშეკრულებების დაცვას და ელოდება კონსტრუქციულ დიალოგს ბრიუსელთან, აღნიშნულ საკითხზე.
Facebook Forum