ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპა პანდემიის ეპიცენტრია


ევროპა კვლავ პანდემიის ეპიცენტრია. ახალი მონაცემები ცხადყოფს, რომ ევროკავშირის წევრ წვეყნებში როგორც ინფიცირების, ასევე კოვიდ19-ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები ფისირდება.

გლობალური მონაცემებით, საშუალოდ ბოლო 7 დღის განმავლობაში ყველაზე მეტი ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი სწორედ ევროპაში ფიქსირდება.

ერთ-ერთი ყველაზე რთული ვითარება იტალიაშია, სადაც გასული წლის აპრილის შემდეგ კოვიდ19-ით ინფიცირებისა და სიკვდილობის მაჩვენებელი ასეთი მაღალი არ ყოფილა.

ინფიცირების მზარდი მაჩვენებლები იმუნიზაციის წარმატებული კამპანიის ფონზე, გრიპის სეზონის წინ მიმდინარეობს.

ევროპის ეკონომიკური ზონის მოსახლეობით დაახლოებით 65 პროცენტი სრულად აცრილია, თუმცა იმუნიზაციის მაჩვენებელი ისლანდიაში, ლიხტენშტეინსა და ნორვეგიაში ბოლო თვეების განმავლობაში შენელდა.

პანდემიური ვითარება უარესდება გერმანიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში. რაც დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მთავრობისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. გერმანიაში, რომელიც პანდემიის მართვის მხრივ აქამდე სანიმუშო იყო, ჯანდაცვის უწყება მთავრობას მასობრივი თავშეყრების დროებით აკრძალვისკენ მოუწოდებს.

2020 წლის პარალელურ პერიოდთან შედარებით ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა ინფიცირების მაჩვენებლები რეკორდული რჩება.

ევროპაში ფიქრობენ, რომ პანდემიური ვითარების გაუარესება გავლენას მოახდენს ეკონომიკის აღდგენაზე, რადგან ქვეყნების დიდი ნაწილი მკაცრ ზომებს მიიღებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

მაგალითად ნიდერლანდები ბარებისა და რესტორნების მუშაობის საათებს ამცირებს. სპორტული ღონისძიები კი გულშემატკივრების გარეშე გაიმართება. ახალი შეზღუდვები დღეს უნდა გამოცხადდეს.

გერმანიაში უფასო ტესტირებები განახლდა. განცხადება ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. გერმანიაში ამბობენ, რომ სავალდებულო გახდება პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა საჯარო ადგილებში.

შეზღუდვების დაწესებაზე სხვა ქვეყნებშიც მსჯელობენ, თუმცა საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სხვა სახელმწიფოები, ამ დროისთვის უცნობია.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG