ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში ვაქცინა სავალდებულო უფრო და უფრო მეტი დასაქმებულისთვის ხდება


უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო სავალდებულო ვაქცინაციის სამიზნე სეგმენტს აფართოებს. სამინისტროს ახალი განცხადების თანახმად, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გაკეთება სავალდებულო იქნება როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების, ისე მუნიციპალურ სექტორში დასაქმებულთათვისაც.


მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინა უკვე სავალდებულოა მასწავლებლების და სახელმწიფო თუ ადგილობრივი საჯარო მოხელეებისთვის. აცრის გარეშე ისინი სამუშაო ადგილზე არ დაიშვებიან და სამსახურსაც დაკარგავენ.

იმ პროფესიათა ახალი ჩამონათვალი, რომელთაც აუცილებელი ვაქცინაცია შეეხებათ, საზოგადოებას ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ გააცნო.

ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირებისა და სიკვდილობის რეკორდული მაჩვენებლებია. მთავრობამ მკაცრი საკარანტინო ზომები აამოქმედა და ახლა ვაქცინაციის მასშტაბებსაც აფართოებს. სამინისტროს ცნობით, უკრაინაში 3.16 მილიონი ინფიცირებაა ოფიციალურად დადასტურებული. კოვიდ-19-ის გართულებებით კი პანდემიის დაწყებიდან დღემდე 74 857 ადამიანი გარდაიცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG