ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო მდივანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლებს


ბაიდენის ადმინისტრაცია, რუსული აგრესიის ფონზე, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირებას ცდილობს. ასევე, უბიძგებს ლიდერებს, განახორციელონ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი რეფორმები. სწორედ ამის გათვალისწინებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ვაშინგტონში უკრაინელ კოლეგასთან შეხედრას გეგმავს.

ბლინკენის მიერ დაგეგმილ შეხვედრას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან და სხვა მაღალი თანამდებობის მქონე პირებთან, წინ უსწრებდა პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვოლოდომირ ზელენსკის შეთანხმება, აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მუშაობის განახლების შესახებ.

შეერთებული შტატების საგარეო უწყების სპიკერის თქმით, კომისია ორ ქვეყანას შორის „საკითხების ფართო სპექტრში, საერთო პრიორიტეტებზე კომუნიკაციებისა და თანამშრომლობისთვის“ მნიშვნელოვანი მექანიზმი იყო.

უსაფრთხოება და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ასევე ეკონომიკური ტრანსფორმაცია - ეს არის საკითხები, რომელზეც უკრაინული მხარის ინფორმაციით, კომისიის დღეს დაგეგმილ ერთდღიან შეხვედრაზე იქნება საუბარი.

უკრაინული დელეგაცია, დმიტრო კულებას ხელმძღვანელობით უკვე ვაშინგტონში იმყოფება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG