ევროკავშირში აცხადებენ, რომ ამერიკულ კომპანია „გილეადთან“ კოვიდ-19-ის სამკურნალო ერთ-ერთი პრეპარატის მისაღებად შეთანხმებას მიაღწიეს და იმედოვნებენ, რომ მომავალში რემდესევირის მეტ რაოდენობას მიიღებენ.
30 000 პაციენტის სამკურნალოდ საკმარისი წამლის შესაძენად, ევროკავშირი 74 000 000 ევროს გადაიხდის.
იმავე კომპანიასთან, 500 000 დოზის შეძენასთან დაკავშირებით, ამერიკამ შეთანხმებას ივნისში მიაღწია.
ევროკავშირთან შეთანხმების მიხედვით, ერთი პაციენტის მკურნალობა 2 100 ევრო ჯდება.
ევროპული ქვეყნების უმეტესობამ, პანდემიის პიკი უკვე გადაიარა, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მეორე ტალღის დაწყებას შიშობენ.
Facebook Forum