პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში ფოტო და ვიდეო კამერების წინ ნიღბით უკვე მეორედ გამოჩნდა.
ტრამპს ნიღაბი ჩრდილოეთ კაროლინაში ერთ-ერთი ლაბორატორიის სტუმრობისას ეკეთა, სადაც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ კომპანია „ნოვავაქსი“ ვაქცინაზე მუშაობს.
„ვასკვნი, რომ ამერიკელები სწორ ნაბიჯს გადადგამენ, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვურჩევთ ყველას, განსაკუთრებით დაიცვან სოციალური დისტანცია, მკაცრად დაიცვან ჰიგიენა, თავი აარიდონ ხალხმრავალ თავშეყრას და შენობებში მდებარე ბარებს და ატარონ პირბადე როცა საჭიროა,“ - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს, რომლებიც მას თან ახლდნენ "ფუჯიჰილმ დიოსინთის ბიოტექნოლოგიების ინოვაციების ცენტრში".
„მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ასეთი არაფერი მომხდარა,“ - დასძინა პრეზიდენტმა. მსოფლიოში ვაქცინის შემუშავების მცდელობაზე საუბრისას და განაცხადა, რომ ამ კუთხით მილიარდობით დოლარი იხარჯება.
ლაბორატორიის დათვალიერებამდე ტრამპი რამდენიმე ადგილობრივ პოლიტიკოსს, მეცნიერს, ჟურნალისტს, თეთრის სახლის წარმომადგენელს და საიდუმლო სამსახურის წევრებს ესაუბრა. პრეზიდენტი ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ამ შეკრების დროს პირბადე არ ეკეთა.
პრეზიდენტ ტრამპს ხშირად აკრიტიკებენ პანდემიის წინააღმდეგ, ფედერალური მთავრობის დაგვიანებული და არასწორი რეაგირების გამო.
ტრამპმა მისი ადმინისტრაციის პასუხი კიდევ ერთხელ დაიცვა და იმ ფონზე, როცა ამერიკაში კოვიდ-19-ის შედეგად ყველაზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, თქვა რომ „ჩვენ ჩვენს შემთხვევებს ვაფიქსირებთ. მსოფლიოს დიდი ნაწილი არა.“
პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ შეერთებულ შტატებში 52 მილიონი ტესტია ჩატარებული და რომ ამ რაოდენობასთან „ახლოსაც კი ვერავინ მოვა.“
Facebook Forum