ურსულა ფონ დერ ლაიენი მეორე ვადით აირჩიეს ევროკომისიის პრეზიდენტად. მან პირობა დადო, რომ კონტინენის „თავდაცვით კავშირს“ შექმნის და ევროპის მწვანე გარდაქმნის კურსზე დარჩება.
ევროპარლამენტის წევრებმა ფოდ დერ ლაიენი კიდევ 5 წლით აირჩიეს ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელად. ხმათა რაოდენობა 720-წევრიან პარლამენტში დახურული იყო და ის ასე გადანაწილდა: 401 მომხრე, 284 წინააღმდეგი.
65 წლის ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში პარლამენტისადმი მიმართვისას გამოაქვეყნა პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ეკონომიკასა და უსაფრთხოებაზე. მასში ხაზგასმულია უკრაინაში რუსეთის ომის გამოწვევები, გლობალური ეკონომიკური კონკურენცია და კლიმატის ცვლილებები.
„მომდევნო ხუთი წელი განსაზღვრავს, ევროპის ადგილს მსოფლიოში მომდევნო ხუთი ათწლეულის განმავლობაში. ის გადაწყვეტს, ჩვენ თავად ვაყალიბებთ ჩვენს მომავალს, თუ დავუშვებთ, რომ სხვა მოვლენებმა და აქტორებმა ჩამოაყალიბონ ის“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა კენჭისყრის წინ.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ აუცილებელია უკან არ დაიხიონ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს მთავარი დაპირებაა "მწვანეთა" პარტიის კანონმდებლებისთვის, რომლებიც ცენტრისტ-მემარჯვენე და ცენრტრისტ-მემარცხენე, ასევე ლიბერალურ ჯგუფებთან გაერთიანდნენ, ფონ დერ ლაიენის მხარდასაჭერად.
ევროკომისიის პრეზიდენტის კიდევ ერთი დაპირება უკრაინის მხარდაჭერაა რუსეთის წინააღმდეგ ომში. მისი თქმით, ევროპის თავისუფლება საფრთხის ქვეშაა და საჭიროა მეტი ინვესტიცია ჩაიდოს თავდაცვაში.
უახლოეს კვირებში ფოდ დერ ლაიენი, კომისართა გუნდს წარადგენს, რომლებიც ინდივიდუალური კენჭისყრის შედეგად შეძლებენ თანამდებობების დაკავებას.