ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვეიცარიამ რუსუთზე დაწესებული სანქციების დარღვევაზე ათობით საქმე გახსნა


შვეიცარიამ სანქციების შესაძლო დარღვევის 50-ზე მეტ საქმეზე გამოძიება დაიწყო და 15 მათგანში დარღვევა აღმოაჩინა,- ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნების მსგავსად, შვეიცარიამ სანქციები დააწესა და ახალი ზომები ამ თვის დასაწყისში მიიღო.

ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნომ (SECO) სააგენტო “როიტერისთვის” გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ სანქციების ეფექტური განხორციელება მთავრობის პრიორიტეტია და რომ მან დღემდე 56 სამართალდარღვევის საქმე გამოიძია.

გამოძებულ საქმეთაგან, დაახლოებით, ნახევარში სამართალდარღვევა არ დაფიქსირდა და 15 მათგანის შემთხვევაში ჯარიმებია დაწესებული. დანარჩენებზე კვლავ გამოძიება მიმდინარეობს, - განაცხადა მთავრობამ.

SECO-მ არ დაასახელა ჩართული სექტორები და არც ცალკეული კომპანიები, რომლებიც გამოძიებას ექვემდებარება.

შვეიცარიამ ამ წლის დასაწყისში განაცხადა, რომ შექმნა სპეციალისტთა ჯგუფი, რათა გამოიძიოს და აღასრულოს სანქციები, რომლებიც ბერნმა დააწესა მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG