ნატომ ოთხშაბათს, 17 ივლისს, განაცხადა, რომ წარმომადგენელი დანიშნა, რომელიც ალიანსის კავშირებს უკრაინასთან უხელმძღვანელებს. ეს არის ნატოს მიერ კიევისთვის მხარდაჭერის გაძლიერების ნაწილი, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა რუსეთს ებრძვის.
პატრიკ ტერნერი, ბრიტანელი, რომელსაც ნატოში სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა, უკრაინაში ალიანსის უფროსი წარმომადგენლის თანამდებობას დაიკავებს- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
”დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ მნიშვნელოვან როლს შესანიშნავად შეასრულებს იმ ფონზე, როცა ნატო აგრძელებს უკრაინისადმი მხარდაჭერას”, - თქვა სტოლტენბერგმა.
გასულ კვირას, ვაშინგტონში გამართულ სამიტზე, ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ტრანსატლანტიკური ალიანსი მთავარ როლს შეასრულებდა უკრაინის სამხედრო დახმარებისა და წვრთნების კოორდინაციაში.
მიუხედავად იმისა, რომ ნატო, როგორც ორგანიზაცია არ აწვდის სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებას უკრაინას, მისი ბევრი წევრი იარაღისა და საბრძოლო მასალის წამყვანი მიმწოდებელია კიევისთვის რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში.