თითქმის სამწლიანი არეულობის და დაპირისპირების შემდეგ ეგვიპტის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ქვეყენაში სტაბილურობა დაამყაროს. თუმცა სახალხო უკმაყოფილება ბოლო დროს დროებითი ხელისუფლების შემოღებულ ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით მაინც იზრდება. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ელიზაბეტ აროტი კაიროდან მოგვითხრობს, არსებული მდგომარეობა დაძაბულობის დასრულებაზე არ მიანიშნებს.
2013 წელს ეგვიპტის მოსახლეობა ქუჩებში ქვეყნის ხელისუფლების დასამხობად გამოვიდა. ეს იყო რიგით მეორე გადატრიალება, რომელიც ეგვიპტეში ბოლო ორი წლის განმავლობაში მოხდა.
საპროტესტოდ განწყობილი ადამიანები მაშინ დიდი მხარდაჭერით სარგებლობდნენ ქვეყნის სამხედროებისგან, რომლებმაც დააპატიმრეს პირველად, თავისუფალი არჩევნების შედეგად ქვეყნის სათავეში მოსული პრეზიდენტი, ისლამისტი მოჰამედ მორსი, რომელიც პოსტიდან საბოლოოდ ისევ მისმა ამომრჩევლებმა ჩამოაგდეს.
სამხედროებით დაკომპლექტებულმა დროებითმა მთავრობამ სტაბილურობის მიზნით ახალი „საგზაო რუქა“ შეიმუშავა. ეს არის ახალი კონსტიტუცია, რომელიც რეფერენდუმზე უნდა გამოიტანონ, რასაც შემდგომ ახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა უნდა მოჰყვეს.
თავდაპირველად, გარდამავალ მთავრობას ეგვიპტის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. მათ პირობა დადეს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ექს-პრეზიდენტი მოჰამედ მორსი და მისი მხარდამჭერები, მუსლიმთა საძმოს სახით მონაწილეობას ვეღარ მიიღებდნენ.
თუმცა, აქტივისტი და ცნობილი ბლოგერი ველ ხალილი აცხადებს, რომ ეს დამოკიდებულება უკვე იცვლება.
ველ ხალილი: მორსის დაბრუნება ხელისუფლებაში მიზანს არ წარმოადგენს. სავარაუდოდ, ეს შეუძლებელიც კია. ამდენად, ახლა ყველა დაკვირვებით ადევნებს თვალ-ყურს მათ მოქმედებებს, ვინც ახლა ხელისუფლებაშია.
ანტი-სამთავრობოდ განწყობილ ადამიანებში ახლა მორსის მხარდამჭერებთან ერთად სეკულარული იდეის მომხრეები და სხვა აქტივისტებიც შედიან, რომელთაც ეგონათ, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული დაუნდობელი ტაქტიკის შედეგად 2011 წლის შემდეგ განდევნილნი იქნებოდნენ.
ველ ხალილი: უფროდაუფრო მეტი ადამიანი ამჩნევს, ახლა პირველ რიგში იმას, რომ პოლიციური მმართველობა გაორმაგებული ძალით დაბრუნდა უკან.
მოსახლეობის მხრიდან ეკონომიკური საკითხების გამოც არსებობს უკმაყოფილება. უმუშევრობა, ტურისტების რაოდენობის შემცირება, ინვესტიციების სიმცირე და ამას დამატებული ინფლაცია, რაც განსაკუთრებით საკვები პროდუქტების და საყოფაცხოვრებო ნივთების ფასებზე აისახება, ანტი-სამთავრობო განწყობების გაღვივებას ხელს უწყობს.
2011 წელს რევოლუციის სლოგანი „პური, თავისუფლება და ღირსება“, პოლიტიკური ანალიტიკოსის ჰიშამ კასემის განცხადებით, ახლაც აქტუალურია.
ჰიშამ კასემი: ეს არის ერი, რომელსაც ნაპირისკენ უბიძგეს და ვიდრე ეს საკითხები არ მოგვარდება, ეს მესამე, მეოთხე და მეხუთე აჯანყებას გამოიწვევს. ეს არ შეჩერდება და მნიშვნელობა არ აქვს ხელისფლებაში ისლამისტები თუ სამხედროები არიან, ვინც არის ქვეყნის სათავეში მათ უნდა მოაგვარონ ეს პრობლემები.
ხელისუფლება ამ პრობლემების მოგვარებას მართალია ცდილობს, თუმცა ბევრისთვის ეს ცვლილებები შესამჩნევი მაინც არ არის. სედ ედინ იბრაჰიმი განვითარების სფეროში იბნ ჰალდუნის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.
სედ ედინ იბრაჰიმი: რევოლუციის შემდეგ ყოველთვის არსებობს ათ-წლიანი პერიოდი, ვიდრე ვულკანი საბოლოოდ დაცხრება და ფერფლი გაიფანტება.
მისი თქმით, ეგვიპტეში ეს პროცესი დიდ დროს არ წაიღებს, შეიძლება მომავალი ერთი ან რამდენიმე წელი გაგრძელდეს. მას სჯერა, რომ „რევოლუციური გადაღლა“ ეგვიპტის ქუჩებზე უნდა აისახოს პირველ რიგში, თუმცა ამის ნიშნები იქ ჯერ არ ჩანს.