ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში პოლიტიკური დაკავებები გრძელდება


ეგვიპტის ოფიციალურმა პირებმა მუსლიმთა საძმოს რამდენიმე ლიდერი დააკავეს. ქვეყნის ხელისუფლება აგრძელებს ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მორსის მხარდამჭერების შევიწროებას.

უსაფრთხოების ძალებმა ესამ ელ ერიანი, მუსლიმთა საძმოს პოლიტიკური ფრთის თავმჯდომარის მოადგილე დააკავეს. ის ქაიროს ერთ-ერთ გარეუბანს უკვე რამდენიმე თვეა აფარებდა თავს.

რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციამ სრული კონტროლი დააწესა ალ აზარის უნივერსიტეტზე, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისლამური სწავლებების უნივერსიტეტია. პოლიცია უნივერსიტეტში მას შემდეგ შევიდა, რაც სტუდენტებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის ოფისი დაარბიეს.

XS
SM
MD
LG