ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ეგვიპტეში


გუშინ და დღეს ეგვიპტეში მომხდარი ძალადობის გამო დაღუპულთა რიცხვი 57-ს აღწევს

დღეს ეგვიპტეში, სუეცის არხის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ სროლებში, 5 ადამიანი დაიღუპა. სინას ნახევარკუნძულზე მანქანის აფეთქების ფაქტში კი 2 ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულთა რაოდენობა 50-ს აღწევს. გუშინ, ძალოვანებს და ექსპრეზიდენტ მორსის მხარდამჭერებს შორის მომხდარ შეტაკებაში 50 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

მუსლიმთა საძმოს წევრთა დაპატიმრებების და საპროტესტო აქციების დაშლის მიუხედავად, ექსპრეზიდენტ მორსის მხარდამჭერები პროტესტის გამოხატვას აგრძელებენ. განსაკუთრებული აქტიურობით ეგვიპტის დედაქალაქი ქაირო გამოირჩევა.

ქაიროს ქუჩებში შეტაკებები მოხდა კვირას, ისრაელთან ომის აღსანიშნავ 40 წლის იუბილეზეც. გარდამავალი მთავრობა შეეცადა დღესასწაული არმიის მეთაურის, გენერალ აბდელ ფატა ალ-სისის მხარდასაჭერი აქციისთვის გამოეყენებინა. თუმცა, მუსლიმთა საძმომ პარალელური აქცია გამართა, სახელწოდებით „ძირს სამხედრო გადატრიალება“.
XS
SM
MD
LG