პრეზიდენტი ობამა ამ თანამდებობაზე კენჭს მეორე ვადით იყრის.
ამის პარალელურად, არალეგალი ემიგრანტები შეშფოთებას გამოთქვამენ შეერთებული შტატების საემიგრაციო პოლიტიკის მისამართით.
ირერი უნზუეტა-კარასკო შეერთებულ შტატებში დღემდე უსაბუთოდ ცხოვრობს. ყოველივე ეს მას ბევრ დაბრკოლებას უქმნის. უნზუეტა-კარასკოს უკვე აღარ ეშინია ხმამაღლა ისაუბროს საკუთარ სტატუსზე და ასევე უკმაყოფილება გამოხატოს შეერთებული შტატების საემიგრაციო პოლიტიკის ირგვლივ. ახლა უნზუეტა-კარასკო, საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, სხვა არალეგალ ემიგრანტებთან ერთად სამოქალაქო მოძრაობას - „არ გვაქვს საბუთი და არ გვეშინია“ შეურთდა. ამ მოძრაობამ თავის დროზე ტენესის შტატის სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია ე.წ. 287G პროგრამის განხორციელებაში, რასაც პოლიციის მხრიდან აქციაში მონაწილეთა დაკავებაც მოჰყვა.
არალეგალმა ემიგრამტმა ნატალი კრუზმა, კარგად იცის აღნიშნული პროგრამისა და მის მსგავსი გადაწყვეტილების ფასი:
„ჩემი ოჯახის რამდენიმე წევრი, არიზონას შტატიდან გადაასახლეს.“
ივნისის თვეში, არიზონის უზენაესმა სასამართლომ SB 1070-ის კანონის ფარგლებში, დაკავებული ადამიანების სამეიგრაციო სტატუსის შემოწმება დაიწყო.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ტენესის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პროფესორი, კარლ მაკანდერსი ამბობს, რომ არიზონასა და სხვა შტატებში ემიგრანტების მისამართით დაწყებული კამპანია ამერიკის პოლიტიკის განხილვის ცენტრში მოექცა:
„აღნიშნული ვითარება გვიჩვენებს რომ ბევრი რამ საემიგრაციო კანონის გარშემო ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია.“
სულ ახლახანს პრეზიდენტმა ობამამ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ არალეგალი ემიგრანტების დეპორტაციის შეჩერაბა გამოაცხადა.
„პრეზიდენტი ობამა იმ ადამიანთაგანია, ვისაც ემიგრანტებზე ზრუნვა სურს, მაგრამ ამისათვის არანაირი ზომები არა არის მიღებული,“ - აცხადებს ირერი უნზუეტა-კარასკო.
მოძრაობამ „არ გვაქვს საბუთი და არ გვეშინია“ საპროტესო აქციები მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით დემოკრატების ეროვნულ ყრილობაზე, ჩრდილო კაროლინის ქალაქ შარლოტში დაასრულა.
დემოკრატიული პარტიის ყრილობის თავმჯდომარე დები ვასერმან შულცი. ემიგრანტების მოთხოვნებს ეთანხმება და მიაჩნია, რომ სწორედ პრეზიდენტ ობამას შეუძლია საემიგრაციო საკითხების მოგვარება:
„სამწუხაროდ, ამ მხრივ დემოკრატებისა და რესპუბლიკელთა აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა; უფრო მეტიც, რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანიდატს მიაჩნია რომ 12 მილიონი არალეგალი ემიგრანტი დეპორტირებული უნდა იყოს ქვეყნიდან,“ - დასძენს ქალბატონი ვასერმან შულცი.
ამ მხრივ აღსანიშნავია 2010 წელიც, როდესაც საემიგრაციო რეფორმას მხარი კონგრესმა არ დაუჭირა.