ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ-ბაღდადის სიკვდილის შემდეგ, ამერიკაში რისკებს აფასებენ


ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ალ-ბაღდადის, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის სიკვდილის შემდეგ, ისინი "განსაკუთრებული სიფრთხილით" მოქმედებენ. თუმცა, დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მტკიცებით, ტერორისტული თავდასხმის, ან სხვაგვარი აქტივობის კონკრეტული საფრთხე და სიგნალები არ არსებობს და ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული ზომების მიღება საჭირო არ არის.

დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების სისტემა მოქნილად მუშაობს და მზადაა უპასუხოს ნებისმიერ საფრთხეს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას, 27 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოკლულია დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი.

ტერორისტული დაჯგუფების მეთაური აშშ-ის მიერ, ალ-ბაღდადის წინააღდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად დაიღუპა. ამერიკელი მებრძოლების მიერ ალყაშემორტყმულმა, გვირაბში მყოფმა მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტად მიჩნეულმა ალ-ბაღდადიმ, საკუთარ სამ შვილთან ერთად, თავი აიფეთქა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG