როგორც იუწყებიან, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერ აბუ ბაქირ ალ-ბაღდადის შვილი, დასავლეთ სირიის ქალაქ ჰომსში თვითმკვლელი თავდასხმის განხორციელების დროს დაიღუპა.
დაჯგუფების მედია საშუალება „ალ-ნაშირ ნიუსმა“ გამოაქვეყნა მოზარდი ბიჭის, სავარაუდოდ, ალ-ბაღდადის შვილის ჰადჰაიფა ალ-ბადრის ფოტო და განაცხადა, რომ ის ჰომსში განლაგებული რუსული ძალების და სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის დროს დაიღუპა.
შეერთებული შტატების სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ ალ-ბადრის სიკვდილის შესახებ ცნობები ნახეს, თუმცა ფაქტის დადასტურებაზე უარი თქვა.
Facebook Forum