ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მოკლულია


დღეს შეერთებული შტატების სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანური დაჯგუფების ჩრდილოეთის დანაყოფების მეთაური მოკლეს.

ავღანეთში განლაგებული ამერიკული ძალების ცნობით, ხუთშაბათს, ფარიაბის პროვინციაში, საჰაერო თავდასხმამ ქარი ჰექმათულა და მისი მცველი მოკლა.

ჰექმათულას სიკვდილი შაბათს, ავღანეთის შეიარაღებული ძალების ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს და თქვეს, რომ თავდასხმა იმ ადგილზე მოხდა, რომელსაც ფაქტიურად ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს.

შეერთებული შტატების სამხედრო უწყების ოფიციალური პირების ცნობით, 3-5 აპრილს, ავღანეთში, თალიბანის ნარკოტიკების მწარმოებელ 11 ობიექტზე ზუსტი ავიადარტყმების სერიაც განხორციელდა.

XS
SM
MD
LG