ამერიკელი ექსპერტები დიდი ყურადღებას უთმობენ ვილნიუსს, სადაც ევროკავშირის სამიტი მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო, მოვლენების ეპიცენტრი ბოლო დროს კიევში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გახდა, თუმცა ამერიკელი პოლიტოლოგების განცხადებით, ვილნიუსის სამიტს და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას საქართველოსთვის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნით ისტორიული მნიშვნელობა აქვს. რა ცვლილებებია მოსალოდნელი რუსეთის მხრიდან და მომავალში როგორ განვითარდება საქართველოს დასავლეთთან, ასევე შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან საქართველოს ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ურთიერთობა.
ამ საკითხებზე ამერიკის ხმის ნიუ იორკის კორესპონდენტი თეა თუაშვილი კოლუმბიის მშვიდობის ინსტიტუტის და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მკვლევარს, პროფესორს დევიდ ფილიპს ესაუბრა.
ბატონ დევიდ, როგორ შეაფასებდით ვილნიუსის სამიტამდე ერთი კვირით ადრე უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების გაუქმებასთან დაკავშირებით?
უკრაინის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილია, რომ ქვეყანა ევროპის ნაწილი გახდეს. თუმცა, იანუკოვიჩის მიერ შეცვლილი გადაწყვეტილება შეიძლება ისტორიულ შეცდომად ჩავთვალოთ. მის ამ ნაბიჯს შესაძლოა ჰქონდეს ძალიან მოკლევადიანი სარგებელი, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპული ღირებულებები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე საბჭოთა რუსული იმპერიის თავიდან აღდგენა. ამ იმპერიაში რუსეთს უკრაინა სჭირდება. უკრაინა რუსეთს შორის არის ენერგომატარებლების საკითხი, საბაჟო გადასახადები, ვაჭრობის სფერო, გასათვალისწინებელია ისიც რომ უკრაინის ბევრი მოქალაქე რუსეთშია დასაქმებული. ეჭვი არ მეპარება, როდესაც 9 ნოემბერს იანუკოვიჩი და პუტინი შეხვდნენ ერთმანეთს, მაშინ გაირკვა სწორედ ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში რა იქნებოდა უკრაინის საფასური.
რატომ არ მიმართა პუტინმა ზეწოლის იგივე მეთოდებს საქართველოსთან მიმართებაში?
საქართველოს ტერიტორია უკვე აქვს ოკუპირებული რუსეთს. გარდა ამისა, ააშენა პერმანენტული სამხედრო ბაზებიც, რაც საქართველოს სუვერენული უფლების დარღვევით განხორციელდა. ამას გარდა, საქართველო არ აპირებს დაბრუნდეს წარსულში, და უარი თქვას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოვებაზე. არსებობს ძალიან ღრმა რწმენა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. ასე რომ, რუსეთის ზეწოლა ამ მიმართულებით წარმატებული არ იქნებოდა. რუსეთის ზეწოლა საქართველოში უფრო სხვა ფრონტზეა გაშლილი, ეს არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების არალეგალური ოკუპაცია.
ამ რეალობას რამდენად შეცვლის საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება?
ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ფინანსური წყაროების მოზიდვა. ეს არის საერთო ღირებულებების გაზიარება. საქართველო ძალიან ევროპული, დასავლური ორიენტაციის ქვეყანაა მსოფლიოს თვალში. ასევე მსოფლიო ხედავს იმასაც, თუ რას წარმოადგენს პუტინი და რუსეთი. პუტინი არის აგრესიული იმპერიალისტი, რაც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ომში გამოჩნდა. მას არ აინტერესებს საქართველოსთან თანამშრომლობა აღდგეს, მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს ხალხს შორის. პუტინის ადმინისტრაციას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შეასუსტოს და ფეხქვეშ გათელოს საქართველოს ინტერესები. მოდით ვნახოთ, უკვე რა ქმედებები ჩაიდინა რუსეთმა საქართველოში: ეს არის შემოჭრა ქვეყანაში, პერმანენტული სამხედრო ბაზების აშენება, ეკონომიკური ხასიათის სანქციები. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალა ერთხმად აღიარებს და აცნობიერებს რომ რუსეთი საქართველოსთვის იმპერიალისტური აგრესორია.
როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება თანამშრომლობა ამერიკა-საქართველოს შორის ახლად არჩეული პრეზიდენტის და პოლიტიკური ხელმძღვანელობის შემდეგ? მოსალოდნელია თუ არა გიორგი მარგველაშვილის მოწვევა თეთრ სახლში?
ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში ძალიან ახლო ურთიერთობა ჩამოყალიბდა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის, რადგან საქართველო ყველაფერს აკეთებდა რასაც ბუში ითხოვდა. თუმცა, ახლა ბევრად დამოუკიდებლად მოქმედებს საქართველო. არსებობს სტრატეგიული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ვითარდება ეს ურთიერთობა. ამერიკა საქართველოს ძალიან ახლო მეგობარია. მიწვევა არ არის აუცილებელი, ამას უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს. უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, სფეროებს სადაც კოოპერაცია ხდება. ამერიკა და საქართველო ერთობლივად მუშაობენ ამ საკითხებზე. ამერიკას საერთაშორისო ვალდებულებები გააჩნია. ობამას არჩევა მისმა დაპირებამ განაპირობა ერაყიდან და ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის ვალდებულების თაობაზე. საქართველო ამერიკის მხარდამჭერი იყო ერაყშიც და ავღანეთშიც სადაც, კოალიციურ ძალებთან ერთად სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობდა, რაც დაფასდა კიდეც. თუმცა, ახლა სხვა რეალობაა, სხვა მოთხოვნები გაჩნდა. საქართველო ამერიკის პარტნიორად რჩება, თუმცა მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებებში მისი როლი 2003 წელთან შედარებით არსებული პროცესების გათვალისწინებით, მაინც შემცირდა.
თეთრი სახლი უკვე შეუდგა მუშაობას დეკემბერში საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტთან დაკავშირებით . დეტალები ამერიკის მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის ვიზიტის შესახებ სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაზუსტდება.