ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის რუსეთისა და ევრაზიის კვლევათა ინსტიტუტის ასოცირებული დირექტორი პროფესორი კორი უელტი აცხადებს, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, მაგრამ ეს არ არის მოსახლეობის მიერ ქართული ოცნების პოლიტიკის მოწონების ავტომატური დასტური და არც იმის გარანტია, რომ მომავალი არჩევნები ისეთივე სუფთა იქნება, როგორიც ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები იყო. პროფესორ უელტს ია მეურმიშვილი ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით საპრეზიდენტო არჩევნებს, რა მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს ამ პროცესს და განსხვავდებოდა თუ არა ეს საპრეზიდენტო არჩევნები სხვა არჩევნებისგან?
ეს არჩევნები ერთერთი ყველაზე დემოკრატიული იყო, თუმცა ბოლო წლებია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე იკვეთება გაუმჯობესების ტენდენცია, დაწყებული მიხეილ სააკაშვილის პერიოდიდან-დღემდე. ჩემი აზრით, საქართველოში მოხდა დემოკრატიული არჩევნების ინსტიტუციონალიზება. ქართველები ახლა ეჩვევიან დემოკრატიულ არჩევნებს და ჩემი აზრით, ამ არჩევნებზე გამოჩნდა, რომ ევოლუციამ უმაღლეს დონეს მიაღწია, რაც გვაძლევს დიდი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველო სამომავლოდ არჩევნების სფეროში დემოკრატიული გზით გააგრძელებს წინსვლას.
რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ ტიპის მშვიდობიანი არჩევნების წარმართვა ქართული ოცნებისთვის?
ჯერ ადრეა ამის თქმა. ფაქტია, რომ ქართულმა ოცნებამ შეძლო იმ ინსტიტუტების თავის სასარგებლოდ გამოყენება, რომლებიც წინა მთავრობამ შექმნა და მოხდა ამ ინსტიტუტების უფრო მეტად გაძლიერებაც.
ამ პროგრესის იმედისმომცემი მაგალითი იყო ბოლო არჩევნების დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ადვილად შესამჩნევი სიმწირეც. ეს ფაქტორი ბოლო წლებში დაპირისპირების ერთ-ერთი წყარო იყო. თუმცა, სამწუხაროდ, ადმინისტრაციული რესურსი ყოველთვის ადვილად შეიძლება იქნას გამოყენებული სამომავლო არჩევნებში. ის ფაქტი, რომ ეს არჩევნები ასეთი სუფთა იყო, არ არის იმის განრანტია, რომ მომავალი არჩევნებიც ასეთი იქნება.
რას ნიშნავდა ეს არჩევნები ნაციონალური მოძრაობისთვის? გიორგი ბაქრაძემ არჩევნებში ხმების 20 პროცენტი მიიღო და ის შედეგები ვერ აჩვენა, რასაც პარტიის მხარდამჭერები ელოდნენ. თქვენი აზრით, შეიძლება ამ მაჩვენებელმა ხელი შეუშალოს ნაცმოძრაობას აქტიურ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბებაში?
მე ოპტიმისტურად ვუდგები ნაციონალური მოძრაობის და მისი მხარდამჭერების მომავალს და მათ უნარს ჩამოყალიბდნენ აქტიურ ოპოზიციურ პარტიად, რომელსაც მომავალში ხელისუბლებაში დაბრუნება შეეძლება.
ჯერ ისევ ნაადრევია დასკვნების გაკეთება. მხოლოდ ერთი წელია გასული. არ მგონია, რომ მხარდაჭერა, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა მიიღო იმის ავტომატური დასტურია, რომ მოსახლეობა ეთანხმება ქართული ოცნების დღემდე გარატებულ პოლიტიკასა და მიღწევებს. ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქართველმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ მათთვის უკეთესი იქნებოდა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ნორმალური პოლიტიკური გარემო ჰქონდეს. ამომრჩეველმა ასევე დაინახა, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის არსებულ დაპირისპირებას. ჩემი აზრით, ძალიან ლოგიკური იყო ის, ამომრჩეველს ხმა მიეცა ერთიანი სისტემისთვის, სადაც პრეზიდენტი მმართველი კოალიციის პარტიას ეკუთვნის.
ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა აქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ არჩევნების გამნავლობაში, ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრი წინასწარ პატიმრობას იხდიდა, ზოგიერთის წინააღმდეგ კი ბრალდებებია წაყენებული. ამ ფონზე, ვერ ვიტყოდი, რომ არჩევნებისთვის ყველას თანაბარი სათამაშო ველი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არჩევნებმა დემოკრატიულად ჩაიარა.
იქმნება თუ არა დემოკრატიული განვითარების საფრთხე იმის გამო, რომ პრემიერ მინისტრი, პარლამენტის უმრავლესობა და პრეზიდენტი ერთიდაიმავე პოლიტიკურ ძალას ეკუთვნიან?
ნაკლებად მნიშვნელოვნად მეჩვენება ის, თუ ვის ეკავება პრეზიდენტის პოსტი. ეს არ არის შეშფოთების საგანი. ამ არჩევნებს რამდენიმე მიზანი ჰქონდა, თუმცა ამ მიზნებში ქართული ოცნებისთვის ძლიერი აღმასრულებლის პოზიციის მიცემა არ შედიოდა. ახალ პრეზიდენტს ძალიან შეზღუდული ძალაუფლება აქვს. ის რამდენიმე რეალური ბერკეტი, რომელიც მას შიდა პოლიტიკის სფეროში აქვს, მხოლოდ უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში შეიძლება იქნას გამოყენებული. რეალური შეკითხვა ის არის, შეძლებს თუ არა კოალიცია ერთიანობის შენარჩუნებას.
რამდენად მაღალია კოალიციის დაშლის ალბათობა?
მოდით დავიწყოთ 50/50-ზე ალბათობით. ძლიერი არგუმენტაცია არსებობს, თუ რატომ უნდა შენარჩუნდეს კოალიციის ერთიანობა. კოალიციის წევრები ხვდებიან, რომ ისინი საკუთარი მიზნების მიღწევას უკეთ შეძლებენ, თუ ერთად დარჩნენ და წარსულში არსებულ პოლიტიკურ დრამას აიცილებენ თავიდან.
თუმცა, არ უნდა არსებობდეს ზედმეტი შიში იმისა, თუ რა შედეგები მოჰყვება კოალიციის შესაძლო ფრაგმენტაციას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველო საპარლამენტო მართველობის მოდელზე გადადის. ამ ტიპის სისტემებში მართველი კოალიციები იშლება. თუ საქართველოს შემთხვევაში იგივე მოხდა, მაშინ თქვენი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის ერთერთ სახელმწიფოს დაემსგავსება, სადაც პოლიტიკური დისფუნცია ციკლებს გადის, მაგრამ ამით სისტემის ნგრევა არ ხდება. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება საუკეთესო სცენარი საქართველოსთვის, მაგრამ არც პარლამენტში პოლიტიკური ძალების რეორგანიზაციის შიში უნდა გვქონდეს.
გაჩნდება თუ არა რუსეთთან ურთეირთობის გაუმჯობესების შესაძლებლობა ახლა, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში აღარ არის ჩართული?
განსაკუთრებით ოპიტიმისტურად განწყობილი არ ვარ. რუსეთი ახლა საქართველოსთან ურთიერთობებში საკუთარ არჩევანს უფრო ფართო საგარეო პოლიტიკის კონტექსტში აკეთებს. ამ კონტექსტს კი განსაზღვრავს რამდენიმე ფაქტორი - ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთი რესპუბლიკის დაახლოება ევროკავშირთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები და სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოება.
ქართული ოცნების ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოსთან ურთიერთობაში - ვაჭრობის სფეროს გარდა - საგრძნობი ცვლილება არ არის. სააკაშვილის პრეზიდენტის პოსტიდან წასვლა შეიძლება საქართველოს აძლევდეს იმის საშუალებას, რომ საპრეზიდენტო დონეზე გაიმართოს შეხვედრა რუსეთთან. თუ აქამდე რუსები პირდაპირ მოლაპარაკებებზე წასვლაზე უარს სააკაშვილის გამო ამბობდნენ, ახლა ეს მიზეზი აღარ ექნებათ. ჟენევის მოლაპარაკებები და კარასინსა და აბაშიძეს შორის გამართულ შეხვედრებს უარყოფითი შედეგი არ მოჰყოლია. ჩემი აზრით, ეს შეხვედრები საფუძველს უყრის უფრო მაღალ დონეზე გამართულ პირდაპირ დიალოგს. არ ვიცი რა შეიძლება მოჰყვეს ამას, მაგრამ პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ მარგველაშვილს შორის პირდაპირი შეხვედრა არ მგონია ცუდი იყოს.
რამდენად რეალურია საფრთხე, რომ საქართველომ ვერ გაუძლოს რუსეთის ზეწოლას ევრაზიის კავშირში გაწევრიანების მიზნით?
მე გამოვრიცხავ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო ევრაზიის კავშირში გაწევრიანდეს. ამ თემაზე ივანიშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარს მე უფრო დიპლომატიურ მნიშვნელობას ვანიჭებ და არ ვფიქრობ, რომ ის სერიოზულად განიხილავს ამ შესაძლებლობას. მან თქვა, რომ თუ გაწევრიანება [იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს შესაძლებელი თუ ეს] საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებში შევა. დღემდე ჩატარებული კვლევების თანახმად ევრაზიის კავშირში გაწევრიანება საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებში არ შედის. გარდა ამისა, დღევანდელი მთავრობის შემადგენლობა მიუთითებს საქართველოს დასავლურ ორიენტაციაზე, ევროკავშირი ამ ძალისხმევას მხარს უჭერს და ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო უკვე დიდი ხანია შეჩვეულია რუსეთის წნეხისთვის გაძლებას. არ მგონია რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ რაიმე დრამატული გააკეთოს, თან ყველაფერთან ერთად, მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის გაწევრიანების შემდეგ რუსეთი, გარკვეულ საკითხებში საკმაოდ შეზღუდულია.
დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.
როგორ შეაფასებდით საპრეზიდენტო არჩევნებს, რა მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს ამ პროცესს და განსხვავდებოდა თუ არა ეს საპრეზიდენტო არჩევნები სხვა არჩევნებისგან?
ეს არჩევნები ერთერთი ყველაზე დემოკრატიული იყო, თუმცა ბოლო წლებია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე იკვეთება გაუმჯობესების ტენდენცია, დაწყებული მიხეილ სააკაშვილის პერიოდიდან-დღემდე. ჩემი აზრით, საქართველოში მოხდა დემოკრატიული არჩევნების ინსტიტუციონალიზება. ქართველები ახლა ეჩვევიან დემოკრატიულ არჩევნებს და ჩემი აზრით, ამ არჩევნებზე გამოჩნდა, რომ ევოლუციამ უმაღლეს დონეს მიაღწია, რაც გვაძლევს დიდი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველო სამომავლოდ არჩევნების სფეროში დემოკრატიული გზით გააგრძელებს წინსვლას.
რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ ტიპის მშვიდობიანი არჩევნების წარმართვა ქართული ოცნებისთვის?
ჯერ ადრეა ამის თქმა. ფაქტია, რომ ქართულმა ოცნებამ შეძლო იმ ინსტიტუტების თავის სასარგებლოდ გამოყენება, რომლებიც წინა მთავრობამ შექმნა და მოხდა ამ ინსტიტუტების უფრო მეტად გაძლიერებაც.
საქართველო საპარლამენტო მართველობის მოდელზე გადადის. ამ ტიპის სისტემებში მართველი კოალიციები იშლება. თუ საქართველოს შემთხვევაში იგივე მოხდა, მაშინ თქვენი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის ერთერთ სახელმწიფოს დაემსგავსება, სადაც პოლიტიკური დისფუნცია ციკლებს გადის, მაგრამ ამით სისტემის ნგრევა არ ხდება.კორი უელტი