ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვილნიუსის შემდეგ, რუსეთის აგრესიის რისკი არსებობს


სამხედრო საგუშაგო, ერგნეთი.
სამხედრო საგუშაგო, ერგნეთი.

ატლანტიკის საბჭოს და ჩეთემ ჰაუზის ექსპერტები საქართველოს ევროპულ გზას აფასებენ

მოსალოდნელია, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას განახორციელებს და დაიწყებს მზადებას ხელშეკრულების ხელმოწერის მიზნით მთელი რიგი ფუნქციების გატარებაზე.

ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირების შემდეგ, როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, მათი მიზანი იქნება შეთანხმების ხელმოწერა 2014 წლის შემოდგომისთვის.

27 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ მინიტრმა განაცხადა, რომ საქართველო ნაკლებად დამოკიდებულია რუსეთზე, ვიდრე უკრაინა. თუმცა მანვე დასძინა, რომ „მუსირებს აზრი იმის თაობაზე, რომ შესაძლოა გაიზარდოს პროვოკაციების რაოდენობა. ამას დრო გვაჩვენებს. ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მობილიზებული იმისათვის, რომ დროულად მოვახდინოთ პრევენცია,“-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კიდევ ერთი მოსაზრება, რომელმაც ყურადღება მიიპყრო პრემიერის გამოსვლაში იყო, იყო განცხადება, რომ უკრაინის უარი ასოცირების ხელშეკრულებაზე გაეგრძელებინა მუშაობა, შესაძლოა მომგებიანი აღმოჩნდეს საქართველოსთვის და ამ ფაქტმა ხელი შეუწყოს საქართველოსთან ხელშეკრულების შეთანხმების გამოფორმების დაჩქარებას.

ამ საკითხზე ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ ლონდონში ბაზირებული ჩათამ ჰაუზის რობერტ ბოშის სტიპენდიის მფლობელს, მოწვეულ ექსპერტს გიორგი მჭედლიშვილს:

"პროვოკაციები და ზეწოლა სხვადასხვა სახის არსებობს. ეკონომიკურად ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ შეძლო და მოახერხა, რომ დღეს რუსეთზე დამოკიდებულება ენერგეტიკის სფეროში ბევრად უფრო ნაკლებია. თუ 7- 8 წლის წინ ჩვენი საწვავის 100 პროცენტი რუსეთიდან შემოდიოდა, დღეისთვის ეს ციფრი მხოლოდ 32 პროცენტს შეადგენს, რაც ძალზე დიდი შეღავათია. 2005 წლის ემბარგო დიდი დარტყმა იყო საქართველოსთვის და ეკონომიკა მეტაკლებად გადაეწყო.

"როცა საქმე ეხება პრინციპულ საგარეო პოლიტიკის ორიენტაციას , როგორიცაა ევროკავშირთან ინტეგრაცია, თავისუფალი ბაზრის შექმნა და ვიზების ლიბერალიზაცია, აქ საქართველოს უკვე შეუძლია თავისი სტრატეგიული ხედვა უფრო წინ დააყენოს, ვიდრე ეკონომიკური გათვლები. ამიტომ, ერთი მხრივ ეს კარგია, რომ რუსეთს არ აქვს ეკონომიკური ბერკეტი საქართველოზე, თუმცა, მეორე მხრივ ცუდია ის, რომ უფრო მეტი საშიშროება და რისკი არსებობს რუსეთის პირდაპირი აგრესიისა, როგორიც არსებობდა 2008 წლის ომის დროს. როდესაც რუსეთს სხვა ბერკეტი არ გააჩნია და მონდომებულია პოსტ საბჭოთა ქვეყნების სვლა ევროკავშირისკენ შეაჩეროს, ის ცდილობს გამოიყენოს უხეში ინსტრუმენტი, რუსეთის ქმედებები: ადმინისტრაციული ტერიტორიაზე საზღვრის გადაწევა, მავთულხლართების გაბმა, ღობეების აშენება ეს ყველაფერი იმის მინიშნებაა, რომ რუსეთი მზადაა ამ საკითხს უფრო ხისტად მოეკიდოს. სოჭის ოლიმპიადა რუსეთისთვის არა მარტო სპორტული ღონისძიება, არამედ პოლიტიკური ნაბიჯიცაა, რათა აჩვენოს რამდენად წარმატებული ქვეყნაა. ამიტომ გაზაფხულიდან სიტუაციის გართულებას უნდა ველოდოთ. ამ შემთხვევაში ევროკავშირიც უფრო მეტად პრინციპიული უნდა გახდეს საკუთარი ფასეულობებისადმი."

ევროკომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ძირითად სფეროებს ჩამოაყალიბებენ და კონკრეტულ მიზნებს შეიმუშავებენ თითოეულ ამ სფეროსთან მიმართებაში, რომლის საფუძველზეც ევროკავშირი დააკვირდება საქართველოს და მოლდოვას საქმიანობას.

საქართველოს მოლოდინთან დაკავშირებით-მოახდინოს ხელშეკრულების ინიცირება ჩათამ ჰაუზის ექსპერტი გვპასუხობს:

"პარაფირება არ იქნება პრობლემა. დღეს თუ ხვალ მას ხელი მოეწერება. რეალური სირთულები პარაფირების შემდეგ დაიწყება. უნდა გვახსოვდეს, რომ პარაფირება დ ხელშეკრულებები მოითხოვენ რეალურ და ფუნდამენტურ რეფორმებს საქართველოში. ბევრი ეს რეფორმა რთულია და შესაძლოა ბიზნეს ინტერესებთან კონფლიქტში მოვიდეს. ამიტომ საფრთხეები და რისკები არა მარტო საგარეო, არამედ შიდა პოლტიკისთვისაცაა მოსალოდნელი. ამიტომ სრულიად შესაძლებელია პრობლემა შეიქმნას და გზა ევროპისადმი შეჩერდეს არა რუსეთის ზეწოლის შედეგად, არამედ შიდა პოლიტიკის გამო. ამიტომ ევროკავშირმა და საქართველოს მთავრობამ ძალიან მოქნილად და სტრატეგიულიად უნდა იმოქმედოს. უნდა ესმოდეთ, რომ ზოგიერთი რეფორმა შესაძლოა მტკივნეული იყოს, ზოგიერთი-ეკონომიკის სექტორისთვის და მოსახლეობის ნაწილისთვის, რის გამოც უნდა შერბილდეს ამ რეფორმების ზეგავლენა. აქედან გამომდინარე სირთულეები მარტო რუსეთთან მიმართებაში არ იქნება. რთეული მომენტები პირველი თვეებიდან დაიწყება, როდესაც ევროკავშირის რეფორმები დაიწყებს მოქმედებას საქართველოში. ამიტომ პირველი ნაბიჯი ევროკავშირთან უნდა იყოს დადებითი. მაგალითად: ვიზების ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს ანუ საქართველო და მოლდოვა უფრო წინ უნდა იყოს ევროკავშირთან ინტეგრაციაში, ვიდრე უკრაინა და სომხეთი. იმიტომ კი არა, რომ ევროკავშირს მათი საწინააღმდეგო რამე აქვს, არამედ იმიტომ, გააგზავნოს პოლიტიკური მესიჯი საქართველოს და მოლდოვასადმი იმ თვალსაზრისით, რომ ამ ქვეყნებმა განსაკუთრებული სიმამაცე და პრინციპიულობა გამოიჩინეს."

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და მიზეზებს, თუ რატომ გაკეთდა კიევიდან განცხადება- არ გამოფორმებულიყო შეთანხმება, გიორგი მჭედლიშვილი ასე აფასებს:

"ბუნებრივია ეს განპირობებულია რუსეთის ზეწოლით, სამწუხაროდ რუსეთს გააჩნია ეკონომიკური ბერკეტები უკრაინაზე და რამდენჯერმა გამოიყენა კიდეც. ახლა კი ამის მზადყოფნა გამოთქვა. ჩვენ გვახსოვს, რომ პირველი დიდი ძვრა დასავლეთისკენ, რომელიც 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციით გამოიხატა, დიდწილად რუსეთის ზეწოლის გამო შეჩერდა. რუსეთის ზეწოლამ გამოიწვია უკრაინის ეკონომიკური სტაგნაცია და ამის შემდეგ კოალიცია დაიშალა."

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით ჩვენთან კომენტარი გააკეთა ვაშინგტონში დაფუძნებული ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტმა დეიმონ ვილსონმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ხედვის ცვლილებას არ ელის, თუმცა პრობლემა შიდა სიტუაციის გართულების შესაძლებლობაშია:

"დიდი ხანია საქართველოს ევროპისკენ აქვს გეზი აღებული. ეს არის ქართველი ხალხისა და ქართული საზოგადოების არჩევანი. საქართველო მიემართება ევროპისკენ, თუმცა ეს არ იქნება სწორხაზოვანი პროცესი. შეიძლება გადაიდგას ორი ნაბიჯი წინ და გადაიდგას ნაბიჯები უკანაც. ინტეგრაციის პროცესს დრო სჭირდება. რისკი იმაში არ არის, რომ მთავრობა შეცვლის ევროპულ კურსს. რისკი სხვგაგან შეიძლება იყოს: თუ მთავრობამ პოლიტიკურ შურისგებას მიმართა, თუ გადაწყდა ყოფილი პრეზიდენტის დევნა, მაშინ გაჩნდება იმის რელობა, რომ ამერიკამ და ევროპამ შეაჩეროს საქართველოს- ევროატლანტიკური მიმართულების მხარდაჭერა."
XS
SM
MD
LG