ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩეხეთი გაყინული რუსული აქტივებით უკრაინას იარაღს უყიდის


ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხები უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის შეძენაში დახარჯოს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ, რომ ჩეხეთი უკრაინისთვის 100-ობით ათას საარტილერიო ჭურვს შეიძენს.

ჩეხეთის მთავრობა დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობს, თუმცა წერილში ნათქვამია, რომ უკრაინა საბრძოლო მასალას უახლოეს თვეებში მიიღებს, რაც ფრონტის ხაზზე უკრაინელთა პოზიციებს გააუმჯობესებს.

პუტინის რუსეთიდან გაქცეული დისიდენტები გერმანიაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:57 0:00

დასავლეთის ქვეყნებმა რუსული აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 2022 წელს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ევროკავშირის ქვეყნებში უკვე თითქმის 2 წელია გაყინულია რუსეთის ცენტრალური ბანკის ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები. ევროპული ქვეყნები ამ ფინანსებზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელს უკრაინის დასახმარებლად იყენებენ.

ევროკავშირის პოლიტიკას, გამოიყენოს რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად კრემლში უკვე უწოდეს „ქურდობა“. მოსკოვი გეგმავს, რომ სამართლებრივი დავა დაიწყოს ყველა პირის მიმართ, ვინც ამ გადაწყვეტილებას სისრულეში მოიყვანს.

უკრაინა ჩეხეთისგან უკვე იღებს საარტილერიო ჭურვებს, პირველი პარტია, 50 000-100 000 ჭურვის ოდენობით, უკრაინამ ივნისში მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG