ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში კოვიდ პანდემიის სიტუაცია კრიტიკულ ნიშნულზეა მისული. ქვეყანის ორ დიდ ქალაქში ბათუმსა და თბილისში ინიფიცირებული ადამიანების თითქმის 100 პროცენტი კოვიდ19-ის დელტა შტამით არის ინფიცირებული. პანდემიოლოგები ამბობენ, რომ დელტა ვარიანტის გავრცელების მასშტაბი ქვეყნის მთელს ტერიროტიაზე 80% შეადგენს.
საგანგაშო მაჩვენებლების პარალელურად მოსახლეობის მცირე ნაწილია და პროცესი ნელა მიმდინარეობს.
პაატა იმნაძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს.
„აცრა, სასწრაფოდ აცრა ყველას! ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს. როცა რაიმე გადაწყდება მოგახსენებთ. ვის რა არ უნდა, ჩანს IRI-ს გამოკითხვაში. გამოკითხვაში ნათქვამია, ვის რა მოთხოვნა აქვს იგივე აცრებზე. ჩვენ დრო არ გვაქვს მოყოლებული ძალიან დიდი ხანია. ჩემი კოლეგები ახლა მუშაობენ ზღვრის ზღვარზე ყველგან და ადამიანებს, რომლებიც აი, ასე მუშაობენ - დავუფასოთ, გავიკეთოთ პირბადე და ავიცრათ, რომ ჩემი კოლეგები ნაკლებად იყვნენ სტრესის ქვეშ“, - განაცხადა იმნაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ავადმყოფების რაოდენობიდან გამომდინარე პრობლემები ყველგან არის, თუმცა ბავშვთა კლინიკები გადავსებული არ არის. „ყველგან არის პრობლემები ავადმყოფების რაოდენობიდან გამომდინარე, ბავშვთა [კლინიკა] არსად არ არის გადავსებული, დიდების კი ბატონო, გადავსებულია“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
Facebook Forum