ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ისრაელის წითელ სიაში


ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო „ნარინჯისფრიდან“ გადავა „წითელი“ ქვეყნების სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრება აეკრძალებათ ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდსიტუაციის გამო.

ისრაელის საელჩო საქართველოში განმარტავს, რომ საქართველოში გამგზავრება ნებადართული იქნება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. საელჩოს განცხადების თანახმად, „სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება“.

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან „წითელი“ ქვეყნების სიას საქართველოსთან ერთად დაემატება კიდევ სამი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, თურქეთი და კვიპროსი.

ისრაელის „წითელ ნუსხაში“ უკვე არიან: ესპანეთი, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ინდოეთი, რუსეთი, ბელარუსი, უზბეკეთი და ყირგიზეთი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG