ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაზილიელ ფეხბურთელთა გუნდი ავიაკატასტროფაში მოყვა


კოლუმბიის ოფიციალური პირების ცნობით, ავიაკატასტროფაში, რომელიც მედელინის საერთაშორისო აეროპორტში მიმავალ თვითმფრინავს შეემთხვა, მხოლოდ 5 ადამიანი გადარჩა. ბორტზე 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, მათ შორის ბრაზილიის პირველი ლიგის ფეხბურთელების გუნდი "შაპეკოენსიც" იყო.

ვითარების გარკვევამდე სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციამ ყველა ღონისძიება გააუქმა. ქ. მედელინის მერმა ფედერიკო გუტიერეს გუტიერესმა მომხდარს “უზარმაზარი მასშტაბის ტრაგედია” უწოდა. საქმის გამოძიებას სათავეში კოლუმბიის სამოქალაქო ავიაციის დირექტორი ალფრედო ბოკანეგრა ჩაუდგა.

XS
SM
MD
LG