ლიბერიაში ავიაკატასტროფის შედეგად გვინეის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი და რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი დაიღუპა.
ოფიციალური მონაცემებით, თვითმფრინავის ბორტზე სულ 11 ადამიანი იყო. ავიალაინერი ორშაბათს ლიბერიის დედაქალაქიდან 45 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
რობერტსის საერთაშორისო აეროპორტის კადრების დეპარტამენტის მენეჯერის ვინსტონ ბესლოვის განცხადებით, პოლიცია ავიაკატასტროფის მიზეზები გარკვევას ცდილობს.
თვითმხილველთა განცხადებით, თვითმფრინავს ჰაერში ყოფნის დროს ცეცხლი წაეკიდა. გვინეის სამთავრობო დელეგაცია ლიბერიის დედაქალაქში ლიბერიის შეიარაღებული ძალების დღის აღსანიშნად ჩადიოდა.