ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიახლე მალაიზიური თვითმფრინავის საქმეში


ავსტრალია სატელიტურ ფოტოებს ავრცელებს, რომლებზეც შესაძლოა დაკარგული მალაიზიური თვითმფრინავის ნარჩენები ჩანდეს

სამხრეთ ინდოეთის ოკეანეში საპატრულო თვითმფრინავები მას შემდეგ გაუშვეს, რაც ავსტრალიამ ცნობა ახალი სატელიტური ფოტოების შესახებ გაავრცელა. აღნიშნულ რეგიონში ფოტოზე შესაძლოა მალაიზიური თვითმფრინავის ნარჩენები ჩანდეს. ტალღებში მოტივტივე ერთ-ერთი ნაჭერი 25-მეტრის სიგრძისაა, მეორე კი- 5.

მალაიზიის თავდაცვის მინისტრი -ჰიშამუდინ ჰუსეინი- აცხადებს, რომ ფოტოებზე ასახული მასალა „სარწმუნო კვალს“ გავს. სავარაუდო ნარჩენები ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, დაახლოებით 2 500 კილომეტრში იპოვეს. ავსტრალიის საზღვაო სამმართველოს ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ იანგის განცხადებით, ავსტრალიამ რეგიონში რამდენიმე თვითმფრინავი გაუშვა. თუმცა, ცუდი ხილვადობის გამო, სამძებრო სამუშაოები შესაძლოა გართულდეს.

ფოტოების შესახებ განცხადება ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა -ტონი აბოტმა- გააკეთა. მან მსმენელებს სთხოვა, წინასწარ დასკვნებს ნუ გამოიტანენ და დიდი მოლოდინი ნუ ექნებათ, ვინაიდან სავარაუდო ნარჩენების მოძებნა ოკეანეში „ძალიან რთული“ საქმე იქნება.
XS
SM
MD
LG