ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თვითმფრინავის ძებნაში 12 ქვეყანა მონაწილეობს


ამერიკული დისთროიერების გემბანზე განლაგებული ვერტმფრენები საგანგებო სენსორებით არიან აღჭურვილი, რომლებიც წყალში უმცირეს ობიექტებსაც აფიქსირებენ

დაკარგული მალაიზიური თვითმფრინავის ძებნაში მსოფლიოს უახლესი სამხედრო ტექნოლოგიებია ჩართული. თუმცა, ჯერჯერობით, 239-მგზავრიანი ბოინგ-777-ის კვალს ვერავინ მიაგნო.

ჩინური მედიის ცნობით, სამძებრო ოპერაციისთვის პეკინმა 4 საზღვაო ფლოტის ლაინერი, 4 სამოქალაქო სამაშველო გემი და რამდენიმე თვითმფრინავი გამოყო. პეკინი ამბობს, რომ ეს ყველაზე დიდი მასშტაბის სამაშველო ოპერაციაა, რაც კი როდესმე ჩინეთს განუხორციელებია. გემებიდან ორი უახლეს წყალქვეშა აპარატურას, მათ შორის რობოტებს და ჰიდროლოკატორებს იყენებს. ჩინური ვერტმფრენები კი საავიაციო-სადესანტო ჯგუფებს იყენებენ.

შეერთებულმა შტატებმა რეგიონში 2 დისთროიერი გააგზავნა. ამერიკელი მეზღვაურების განცხადებით, მათ გემბანზე განლაგებული ვერტმფრენები საგანგებო სენსორებით არიან აღჭურვილი, რომლებიც წყალში უმცირეს ობიექტებსაც აფიქსირებენ. ღამით ძებნა ინფრა-წითელი კამერებით გრძელდება.

ბოინგ-777-ის ძებნაში სულ 12 ქვეყანაა ჩართული. ჩინეთის და შეერთებული შტატების გარდა, საჰაერო და საზღვაო ძალები რეგიონში ფილიპინებმა, ვიეტნამმა, იაპონიამ, ინდონეზიამ, სინგაპურმა, ბრუნეიმ, ტაილანდმა, ავსტრალიამ და ინდოეთმაც გააგზავნა.
XS
SM
MD
LG