ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთმა ავღანეთიდან კედრის კაკლის იმპორტი განაახლა


ჩინეთმა ავღანეთთან პირდაპირი საჰაერო ვაჭრობა განაახლა. ომით განადგურებულ მეზობელ ქვეყანაში, რომელსაც ახლა თალიბანი მართავს, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისი უფრო და უფრო ღრმავდება.

სატვირთო თვითმფრინავმა, რომელზეც 45 ტონა კედრის კაკალი, კვირას ქაბული დატოვა და ჩინურ ბაზარზე გასასვლელად გაემგზავრა. ეს თალიბანის მიერ ქვეყანაზე კონტროლის დამყარების შემდეგ კომერციული სავაჭრო კორიდორის გახსნის სიმბოლური ფრენაც იყო.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კომერციული საქმიანობა გაგრძელდება და ჩინეთთან ჩვენი სავაჭრო კავშირებიც გაღრმავდება", - უთხრა "ამერიკის ხმას" თალიბანის მთავრობის პრეს-სპიკერმა.

მისივე განმარტებით, ფიჭვის თესლის, იგივე კედრის კაკლის ექსპორტი ქაბულსა და პეკინს შორის არაერთ საკითხზე ღირებული და კარგი დისკუსიების შედეგი იყო და სავარაუდოდ პროგრესი ორმხრივი ვაჭრობის სხვა მიმართულებითაც იქნება.

ჩინეთი ავღანეთიდან კედრის კაკლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიოტია. საჰაერო კორიდორი, რომლის მეშვეობითაც ავთანეთიდან გამომშრალი და ახალი ხილის ჩინურ ბაზარზე გამარტივებული ექსპორტირება ხდებოდა, 2018 წლის ნოემბერში ამოქმედდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG