ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ცდილობს სამხედრო ძალით ამერიკას აჯობოს, თუმცა რუსეთი მაინც მთავარი საფრთხეა


ჩინეთის არმიის ჯარისკაცები 2019 წლის აღლუმზე
ჩინეთის არმიის ჯარისკაცები 2019 წლის აღლუმზე

ცნობილი ამერიკელი გენერლის თქმით, ახლა მხოლოდ დროის ამბავია ის, თუ როდის გაასწრებს ჩინეთის სამხედრო ძალები ამერიკის შეერთებული შტატებისას. გენერალი ჯონ ჰაიტენი, გაერთიანებული შტაბის ვიცე-თავმჯდომარე და ვაშინგტონში რიგით მეორე სამხედრო მაღალჩინოსანი, თეთრ სახლს და მის მოკავშირეებს მოუწოდებს დააჩქარონ ძალისხმევა იმისთვის, რომ პეკინის მხრიდან ამ სფეროში დომინანტურობის ამბიციას გაუმკლავდნენ.

"სიჩქარე, რითაც ისინი მოძრაობენ და ტრაექტორია, რომელზეც ისინი არიან, რუსეთსაც გაასწრებს და შეერთებულ შტატებსაც, თუ ამის შესაცვლელად რაიმე არ ვიღონეთ", - განაცხადა მან "ამერიკის ხმის" მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად, როცა თავდაცვის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს ხვდებოდა. გენერალი ჰაიტენი ნოემბერში პენსიაზე გადის.

ერთი დღით ადრე გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ დაადასტურა, რომ ჩინეთმა ივლისში ზებგერითი იარაღი გამოსცადა. მისი სიჩქარე ხმის სიჩქარეს 5-ჯერ აღემატებოდა.

არც მილის და არც ჰაიტენს ამასთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ დაუზუსტებია. ჰაიტენმა მხოლოდ ის თქვა, რომ ამ ეტაპზე ამერიკული ზებგერითი სისტემა გაცილებით უფრო მოწინავეა, თუმცა ჩინეთი სწრაფად მიიწევს წინ.

ამ შეშფოთებების მიუხედავად, გენერალი ჰაიტენი ხაზს უსვამს, რომ რუსეთი შეერთებული შტატებისთვის ჯერჯერობით მაინც ყველაზე დიდ ეგზისტენციალურ საფრთხედ რჩება. მისი თქმით, სატატუს კვო "უახლოეს მომავალში" არ შეიცვლება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG