მსოფლიოში მეორე და მესამე უდიდესი სამხედრო ძალები, რუსეთი და ჩინეთი ცდილობს ამ მიმართულებით თანდათან აშშ-ს პოზიციას დაუახლოვდეს, თუმცა წინ ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი. ნებისმიერ შემთხვევაში, ასე ირკვევა ავტორიტერული ანალიტიკური ცენტრის, „Rand Corporation”-ის მიერ, გასულ კვირას გამოქვეყნებული ანგარიშიდან. კორპორაციის მოხსენება, რუსეთ-ჩინეთის სამხედრო თანამშრომლობას შეეხება.
მოხსენება იკვლევს რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო თანამშრომლობის ამჟამინდელ სტატუსს. ორი ქვეყანა, ცივი ომის დასაწყისში მოკავშირეები იყვნენ, რადგან საბჭოთა კავშირი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ერთსა და იმავე, კომუნისტურ იდეოლოგიას იზიარებდა. თუმცა, გასული საუკუნის შუა ხანებიდან, ორი ქვეყნის ბლოკი დაიშალა და 1969 წელს, სასაზღვრო დავაც კი ჰქონდათ.
სამხედრო თვალსაზრისით, აშშ ერთადერთი ზესახელმწიფოა. ამ ფონზე, კვლევით ირკვევა, რომ რუსეთის ბირთვული და ჩინეთის სამხედრო-ეკონომიკური ძალა ერთად, თითქმის თანაბარ ძალას ქმნის. შეერთებული შტატების მიმართ, ორივე ქვეყანას მსგავსი შეხედულებები აქვს და სტრატეგიულ, დრო და დრო პირდაპირ მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ მას. სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ომი არც ერთი მათგანის სურვილი და მიზანი არ არის, თუმცა სურთ მათი ძალები, შეერთებული შტატების სამხედრო ძალების თანასწორი იყოს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი საერთო ინტერესი, რაც რუსეთსა და ჩინეთს აახლოვებს.
ანგარიში ასახავს ჩინეთის სამხედრო ძალების ზრდას, რომელიც მან 2016 წლამდე განიცადა. მას შემდეგ, მან საკუთარ არსენალს დაამატა მეორე გადამზიდი თვითმფრინავი, 23 ახალი სარაკეტო გამანადგურებელი, 29 ახალი ფრეგატი, 60-დან 70-მდე J-20 მეხუთე თაობის გამანადგურებელი და სხვა. ამან, ჩინეთის სამხედრო ძალებს, 2016 წლის შემდეგ გარკვეული სიძლიერე შემატა.
მეორეს მხრივ, რუსეთის ძალების დონე უცვლელი დარჩა ან უფრო მეტიც, შემცირდა. რუსეთის ერთადერთი გადამზიდი, „ადმირალი კუზნეცოვი“ უკვე მოძველებულია და მისი სოლიდური ჩანაცვლების პერსპექტივა ჯერ არ ჩანს. სახმელეთო-საზღვაო ძალები მეტწილად უცვლელი დარჩა. პლუს, რუსეთი მეტწილად კვლავ ცივი ომის დროინდელ აღჭურვილობას ეყრდნობა.
Facebook Forum