ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი კომუნისტური პარტიის მმართველობის 70 წლის იუბილეს აღნიშნავს


პეკინში გამართულ საზეიმო აღლუმზე ჩინეთი საკუთარი სამხედრო ძლიერების ჩვენებას შეეცადა. ქვეყანაში დღეს კომუნისტური პარტიის მმართველობის 70 წლის იუბილეს ბევრი სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ.

აღლუმს ესწრებოდნენ პარტიის დამფუძნებელი ლიდერის, მაო ძედუნის სტილში გამოწყობილი ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა ოფიციალური პირები. საზეიმო მსვლელობა ჩინეთისთვის ისტორიულ ტიანანმენის მოედანზე გაიმართა, სადაც მაო ძედუნმა 1949 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვება და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაფუძნება გამოაცხადა. "ვერავითარი ძალა" ვერ შეარყევს ჩინეთის ფუნდამენტს და ვერ შეაჩერებს ჩინელი ხალხის პროგრესს - თქვა სი ძინპინმა საიუბილეო მიმართვაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG