მას შემდეგ, რაც ჰონგ-კონგში ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა, სოციალურ ქსელში ომი გაჩაღდა ჩინეთისა და ამერიკის ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის. დაპირისპირების მიზეზი კი ის იყო, რომ ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია სოციალურ ქსელებს პროტესტის შესახებ დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების გასავრცელებლად აქტიურად იყენებდა.
ორშაბათს, "ტვიტერმა" და "ფეისბუქმა," რომლებიც ჩინეთში დაბლოკილია, მაგრამ ხელმისაწვდომია ჰონგ-კონგში, დაბლოკა ზოგიერთი ჩინური ანგარიში. სოციალურ ქსელში დაბლოკეს ის პროფილები, რომლებიც ჩინეთიდან მოდიოდა და ახასიათებდა ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციებს, როგორც ძალადობრივს. "ტვიტერის" გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ ბევრი ანგარიში ვირტუალურ, პირად ქსელს იყენებდა.
ტვიტერზე გაუქმდა 900-ზე მეტი ანგარიში, ხოლო ფეისბუქმა თქვა, რომ გააუქმა ყველა ანგარიში, რომელიც ჩინეთის მთავრობასთან იყო ასოცირებული.
Facebook Forum