ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა "ყურადღებით აკვირდება" სიტუაციას ჰონგ-კონგში


ჰონგ-კონგის აქციის მონაწილეები ამერიკის ჩარევას ითხოვენ
ჰონგ-კონგის აქციის მონაწილეები ამერიკის ჩარევას ითხოვენ

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკა "ყურადღებით აკვირდება" ჰონგ-კონგში განვითარებულ მოვლენებს. დაძაბულობა ჰონგ-კონგში ისევ ნარჩუნდება. მომავალ კვირას კი ჩინეთში კომუნისტური პარტიის 70 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დღეს გაკეთებულ მიმართვაში, პრეზიდენტმა ტრამპმა ჰონგ-კონგში შექმნილ სიტუაციაზეც ისაუბრა. "მთელი მსოფლიო მოელის, რომ ჩინეთის მთავრობა პატივს სცემს ბრიტანეთთან დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც გაეროშიც არის რეგისტრირებული და რომლის მიხედვითაც ჩინეთი ვალდებულებას იღებს დაიცვას ჰონგ-კონგის თავისუფლება, საკანონმდებლო სისტემა და დემოკრატიული ცხოვრების წესი" - განაცხადა დღეს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG