ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

6 წლის შემდეგ ჩინეთმა და იაპონიამ მოლაპარაკებები განაახლეს


ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ჩინეთისა და იაპონიის მმართველ პარტიებს შორის მოლაპარაკებები ახლდება. ინფორმაციას ამის შესახებ იაპონიის კოალიციური მთავრობის წარმომადგენლები ავრცელებენ.

ორ აზიურ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ამ დროისთვის დაძაბულია, მიზეზი კი ჩინეთის ქმედებებია. ტოკიო სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პეკინის აქტივობებით შეშფოთებულია, ჩინეთი კი ტოკიოს მიდგომას ეწინააღმდეგება, რაც დაზიანებული ფუკუშიმას ატომური სადგურიდან გაწმენდილი წყლის ოკეანეში გაშვებას გულისმობს.

მოლაპარაკებების განახლებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლაი ციანმა იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ ისაუბა. ორშაბათს უკვე გაიმართა პირველი სამმხრივი შეხვედრაც, შეხვედრას ჩინეთის და ამერიკის ორი მოკავშირის - იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერები ესწრებოდნენ.

სამივე ქვეყნის ლიდერები შეთანხმდენენ, აღადგინონ სავაჭრო და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დიალოგი, რომელიც გლობალური დაძაბულობის ფონზე შეჩერდა. სწორედ ამ შეხვედრაზე შედგა მოლაპარაკება ჩინეთსა და იაპონიას შორის, რომ ორმხრივი მოლაპარაკებები განახლდება.

წარსულში ქვეყნებს შორის მსგავსი ტიპის მოლაპარაკებები წელიწადში ერთხელ იმართებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG