ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ავსტრალიის ტელევიზიის ჟურნალისტი, ჩინეთში დააპატიმრეს. ჟურნალისტი ჩინეთში აგვისტოს შემდეგაა დაკავებული, თუმცა ბრალდება მას ახლაგააცნეს.
მინისტრის განცხადებით, ჟურნალისტი ჩენ ლი, გასულ პარასკევს დააკავეს და სახელმწიფო საიდუმლოებების დასავლეთში გავრცელებას ედავებიან.
მინისტრმა განაცხადა, რომ ჩინეთისგან ისინი "საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით, მოელიან იურიდიული სტანდარტების დაცვას, პროცედურულ სამართლიანობას და ადამიანურ მოპყრობას".
ჩინეთში, კიდევ ორი ავსტრალიელი ჟურნალისტი, ბილ ბირტლესი და მაიკლ სმიტი დაკითხეს, რის შემდეგად, ჟურნალისტებმა ქვეყანა დატოვეს.
ავსტრალიელი ჟურნალისტის დაკავებას ორ რეგიონულ მეზობელს შორის გამწვავებული ურთიერთობას გასდევს ფონად. პეკინმა ავტსრალიურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს მძიმე ტარიფები და აკრძალვა დაუწესა. ეს ავსტრალიიის მხრიდან კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების ობიექტური გამოძიების მოთხოვნაზე საპასუხო ქმედება იყო.
Facebook Forum