ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი მედიარეპრესიებით ლიდერობს


გასულ წელს, გლობალური პანდემიის ფონზე, პრესის თავისუფლების ხარისხი შემცირდა, მედიის რეპრესიების კუთხით კი ჩინეთი ლიდერი იყო.

კოვიდ-19-ის პანდემიის შესახებ ინფორმაციის დაბლოკვა, ბლოგერების დაპატიმრება, უცხოელი ჟურნალისტებისთვის შეზღუდვების დაწესება და ჰონგ-კონგში, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანანის ამოქმედება-ის საკითხებია, რაც ჩინეთს გამოარჩევს.

სკოტ გრიფინი, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ პანდემიამ ჰონგ-კონგში მიმდინარე და იქ უკვე განვითარებული მოვლენები გადაფარა. გრიფინი ფიქრობს, რომ ის, რაც უსაფრთხოების შესახებ კანონის მოქმედებით ხდება, თავისუფალი საზოგადოების საფუძვლების წინააღმდეგ, ავტორიტარული მოდელის მოქმედების მაგალითია.

ახალი რეგულაციებით, პეკინში მომუშავე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს სხვადასხვა ტიპის პრობლემები შეექმნათ, მათ შროის მუშაობის ნებართვის გახანგრძლივებასთან და ვიზებთან დაკავშირებით. ჩინეთის მთავრობა, დაკითხვებზე იბარაებდა საერათაშორისო მედიის ჟურნალისტებს, ამიტომ ზოგიერთმა მათგანმა ქვეყანა დატოვა. დაკავებას ვერ გადაურჩა „ბლუმბერგისა“ და „ნიუ-იორკ თაიმსისთვის მომუშავე ჯიმი ლაი.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემების მიხედვით, ჩინეთი გასულ წელს ლიდერი იყო ჟურნალისტების დაპატიმრების კუთხით. ჩინეთის კომუნისტურმა მთავრობამ, 2020 წელს ჯამში, 47 ჟურნალისტს აღუკვეთა თავისუფლება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG