ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასრულდა დღეები, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაცია თვალს ხუჭავდა პუტინის ქმედებებზე - სენატორი შაჰინი


ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ უფრო იზრდება კრიტიკის ტალღა, რუსეთის ხელისუფლების ქმედებების მიმართ, რომელმაც გასულ კვირებში, პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის და ძალადობრივბად ახშობს საპროტესტო გამოსვლებს.

ამერიკელი კანონმდებლები, მკაცრი განცხადებების შემდეგ, კონკრეტულ ქმედებებზე გადადიან. აშშ-ის სენატში უკვე არსებობს კანონპროექტი, რომელიც ნავალნის მოწამვლასა და დევნაში მონაწილე პირებზე, სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. კანოპროექტი, რომელიც ორპარტიულია, საზღვარგარეთ, ვალდიმირ პუტინის პირადი აქტივების მოძიების აუცილებლობაზეც საუბრობს.

კანონპროექტთან დაკავშირებით, „ამერიკის ხმის” რუსული რედაქციიდან დანილა გალპეროვიჩი დემოკრატ სენატორს, ჯინ შაჰინს ესაუბრა. სენატორი სრულად იზიარებს კანონპროექტის მოცემულობას და მხარს უჭერს მის დამტკიცებას. ჯინ შაჰინი, რუსეთში განვითარებული მოვლენების შეფასებისას აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინს, ალექსეი ნავალნის ეშინია.

„განაჩენი აღმაშფოთებელია და ის ვლადიმირ პუტინის მითითებით დადგა, რადგან მას ნავალნის ეშინია“- აცხადებს სენატორი.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ დასრულდა დრო, როცა ვაშინგტონი პუტინის ქმედებებზე თვალს ხუჭავდა. ჯინ შაჰინი, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას გულისხმობს და ამბობს, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ვლადიმირ პუტინის ნაბიჯებზე თვალს ხუჭავდა და ამით, მას ამგვარი ქმედებების გაგრძელება შთააგონეს. ამ პოზიციის გათვალისწინებით, შაჰინი ფიქრობს, რომ კონგრესმა კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს.

„ვფიქრობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება პუტინის ქმედებების მიმართ. იმის მიმართ, რაც რუსეთში ხდება: მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა. ჩვენთვის ეს [სანქციების დაწესება], მოქმედების ერთ-ერთი გზაა. რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტი კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. ვფიქრობ დასრულდა დღეები, როცა ვაშინგტონი და ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თვალს ხუჭავდა პუტინის ქმედებებზე და ამით მას იმავე ქმედებების გაგრძელებას შთააგონებდნენ“ - აცხადებს სენატორი.

ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ ვლადიმირ პუტინს, დასავლეთისგან მოსალოდენლი მკაცრი რეაქციის მიუხედვად, ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება შიშმა გადააწყვეტინა - „როგორც ჩანს, პუტინს ნავალნის ეშინია“, აცხადებს შაჰინი.

„შეხედეთ, შავი ზღვის სანაპიროზე აშენებული პუტინის სახსახლის შესახებ, ნავალნის მიერ მომზადებულ ფილმს 100 მილიონი ნახვა აქვს. ახლა, რუს ხალხს ნათლად შეუძლია დაინახოს, სად მიდის მათი ფული, რომლითაც გადასახადებს იხდიან. მოვისმინე ახალგაზრდა დემონსტრანტების ინტერვიუები, ისინი ამბოდბნენ, რომ მაშინ დაიბადნენ, როცა პუტინი უკვე პრეზიდენტი იყო და არ სურდათ ისე გარდაიცვალნონ, რო პუტინი კვლავ ხელისუფლებაში იყოს. მე მესმის მათი უკმაყოფილება, როცა ხედავენ, რამდენი ფული მოიპარა მან რუსი ხალხისგან. ასე რომ, ალბათ ის იყურებს ვიდეოს 100 მილიონ ნახავს და ფიქრობს, რას მიანიშნებს ეს ციფრი რუსი ხალხის განწყობებზე და რას ნიშნავს ის მისი მცდელობისთვის, დარჩეს ხელისუფლებაში“ - აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას სენატორი.

სენატორი შაჰინი ერთ-ერთია იმ ამერიკელ პოლიტიკოსებს შორის, ვინც პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი2“-ის წინააღმდეგ გამოთქვამს მოსაზრებებს. ეს არის პროექტი, რომლის საშუალებითაც, რუსული გაზი მილსადენით გერმანიას უნდა მიეწოდოს. სენატორი აცხადებს, რომ ვაშინგტონი წინააღმდეგობას განაგრძობს. სენატორი აცხადებს, რომ ამ პროექტის განხორციელბა ევროპას რუსულ ენერგოსერურსებზე დამოკიდებულს გახდის - „არ ვფიქრობ, რომ ევროპას სურს ამ მდგომარეობაში აღმოჩნდეს“ - ამბობს შაჰინი.

სენატორი ამბობს, რომ მას სწამს, რუსეთისადმი მიდგომა ვაშინგტონში კვლავ ორპარტიული დარჩება. ის ფიქრობს, რომ ორივე პარტიაში ესმით, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები, დასავლეთს საფრთეს უქმნის - „ჩვენ არ დავუშვებთ ამ ქმედებების გაგრძელებას, ნათლად ვგრძნობთ, რომ ჩვენ ამას პასუხი უნდა გავცეთ“ - ამბობს სენატორი.

სტივენ შესტანოვიჩი, "საგარეო ურთიერთობათა საბჭო"
სტივენ შესტანოვიჩი, "საგარეო ურთიერთობათა საბჭო"

სტივენ სესტანოვიჩს, „საგარეო ურთიერთობათა საბჭოს“ რუსული და ევრაზიული საკითხების მკვლევარს კონგრესმა დაავალა, შეიმუშავოს გეგმა, როგორ უნდა განხორციელდეს ნავალნის საქმესთან დაკავშირებით, პუტინზე ზეწოლა. 4 თებერვალს, ამ გეგმის შემუშავების ფარგლებში, სესტანოვიჩი მრგვალი მაგიდის ფორმატში, ნავალნის წარმომადგენელს, ლეონიდ ვოლკოვს ესაუბრა.

„ამერიკის ხმის” ჟურნალისტ იელა დეფრანჩესკისთან საუბრისას, სესტანოვიჩი აცხადებს, რომ პუტინი და მისი გარემოცვა, ნავალნის მომაკვდინებელი სერიოზულობით უდგება. ის მიიჩნევს, რომ სწორედ ეს იყო ნავალნის ჯერ მოწამვლის, შემდეგ კი დაპატიმრების მიზეზი.

„პუტინმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ ისინი ნავალნის გამოწვევას, მომაკვდინებელი სერიოზულობით უდგებიან. სწორედ ეს იყო მისი მოწამვლის ორგანიზების მიზეზი. სწორედ ეს არის, რუსეთში დაბრუნებისთანავე, მისი დაკვების მიზეზი და იმ სისასტიკის მიზეზიც, რაც დემონსტრანტების დარბევისას გამოიჩინეს. ნავალნი პუტინს დიდი ხნის უნახავი გამოწვევის წინაშე აყენებს - ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები რუსეთის 100-ზე მეტ ქალაქში; სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მოსახლეობის ყურადღების მიმართვა, რეჟიმის კორუფციული საქმიანობისკენ. მიმდინარე წლის შემოდგომაზე, რუსეთში საპარლამენტო არჩევნებია და ყველა ნიშანი გვაქვს იმის დასანახად, თუ რამდენად სერიოზულად აღიქვამს ამ გამოწვევებს, ვლადიმირ პუტინი.“ - აცხადებს “ამერიკის ხმასთან”საუბრისას მკვლევარი.

ის არ გამორიცხავს, რომ ნავალნის სიცოცხლე, პატიმრობისას კვლავ საფრთხეში იყოს. „რუსეთში, პოლიტპატიმრის სიციცხლე ყოველთვის საფრთხის ქვეშაა“ - აცხადებს ის, თუმცა, მიაჩნია, რომ დასავლეთის მკაფიო რეაქცია, შესაძლოა კრემლს და თავად პუტინს აფიქრებინოს, რომ ნავალნისთვის მიყენებული შემდგომი ზიანი შესაძლოა არაპროდუქტიული იყოს. მკვლევარი ამბობს, რომ დასავლეთის მიერ გამოხატული პოზიცია და მხარდაჭერა, რუს პოლიტპატიმრებს გარკვეულ დაცულობას უქმნის. ამის მაგალითად მას მიხაილ ხოდორკოვსკის 10 წლიანი პატიმრობა მოჰყავს.

მკვლევარი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაძლებლობების მიმართ ერთგვარი იმედგაცრუება არსებობს. თუმცა ფიქრობს, რომ ეს განწყობა არამართებულია - „ზოგჯერ, სანქციები ხელს უშლის რუსების ქმედებების გაგრძელებას. ვფიქრობს სწორედ ასე მოხდა უკრაინის შემთხვევაში. სანქციები, რუსეთის მთავრობისთვის, მათი ქმედებების სერიოზულობის ნათელი ნიშანია“ - ამბობს ამერიკის ხმასთან” საუბრისას, მკვლევარი.

ნაციონალისტი თუ ლიბერალი: ნავალნი რუსულ პოლიტიკაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:23:04 0:00

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, რუეთის ქმედებების საპასუხოდ, სანქციებზე მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდებოდა. მისი თქმით, ჯერ არ ვიცით, განაგრძობს თუ არა და რა ფორმებით, იმავე გზას, ბაიდენის ადმინისტრაცია - „იქნება, თუ არა სანქციები უფრო ფართო და ღრმა, ეს კიდევ ერთი საკითხია, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა განიხილოს“ - აცხადებს „ამერიკის ხმასთან” “საგარეო ურთიერთობათა საბჭოს“ წარმომადგენელი, სტივენ სესტანოვიჩი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG