ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონი კორონავირუსის ფართოდ გავრცელებისთვის ემზადება


ბრიტანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კორონავირუსის (კოვიდ-19) "უფრო ფართო გავრცელებისთვის" ემზადებიან. ამ შემთხვევაში, არ გამორიცხავენ, რომ გაუქმდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ჩაიკეტება ქალაქები.

ლონდონში მთავრობას ერთი ნაწილი იმისთვის აკრიტიკებს, რომ მათ დროულად არ გააუქმეს ფრენა ჩინეთში. მეორე ნაწილი კი ხელისუფლებას პანიკის დათესვაში ადანაშაულებს.

პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მიერ დღეს წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, თუ პოლიციის რიგებში ბევრი დაავადდა და საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხე შეექმნა, საქმეში ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები ჩაერთვებიან. გეგმაში ასევე ნათქვამია, რომ დახმარების აღმოჩენაში პრიორიტეტი მიენიჭება უფრო მაღალი რისკის მქონე ჯგუფებს.

ბრიტანეთში ამ მომენტისთვის სულ 40 ინფიცირებულია. პრემიერი აფრთხილებს მოსახლეობას, რომ მათი რაოდენობა მომდევნო დღეებში და კვირებში "დიდი ალბათობით" გაიზრდება.

კვირას, საფრანგეთმა აკრძალა ნებისმიერი საჯარო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეთა რაოდენობა 5 000-ს აღემატება. შვეიცარიამ ანალოგიური ნაბიჯი რამდენიმე დღით ადრე გადადგა. აკრძალვა იქ გაცილებით ნაკლებ, 1 000-კაციან შეკრებებს შეეხო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG