ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერეზა მეი პარტიის წევრებს ერთიანობისკენ მოუწოდებს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თავის კონსერვატიულ პარტიას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ შეძლონ ევროკავშირიდან გამოსვლის პირობებზე შეთანხმება, როგორც ერთმანეთთან, ისე ევროპულ კავშირთან.

გუშინ, ბირმინგჰემში გამართულ პარტიის წლიურ კონფერენციაზე ტერეზა მეიმ თქვა, რომ ისინი ახლა მოლაპარაკებების ყველაზე მწვავე ფაზაში გადადიან.

28-ქვეყნიან ევროპულ ბლოკს ბრიტანეთი ოფიციალურად 29 მარტს დატოვებს. თუმცა მანამდე გადასაწყვეტია - რა პირობებით დატოვებს ბრიტანეთი ევროკავშირს. მიიღებს გარკვეულ საშეღავათო პირობებს ბლოკისგან თუ - ვერა.

ბრიტანეთის მთავრობის ყოფილი წევრი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბორის ჯონსონი მოუწოდებს მეის, რომ ევროკავშირი შეთანხმების გარეშე დატოვოს. თუმცა პოლიტიკური სპექტრის მეორე ნაწილი მეისგან კონკრეტული სავაჭრო შეთანხმების მიღწევას მოითხოვს. მეი ამბობს, რომ შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვება ორივე მხარისთვის უარყოფითი იქნება. მისი თქმით, ესაა ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ქვეყანაში ვაჭრობისა და ეკონომიკის სხვა მიმართულებით დასაქმებულ ადამიანებს სამუშაო ადგილები შეუნარჩუნონ და ბრიტანეთსა და ირლანდიას შორის საზღვარზე ფიზიკური შემოწმება აიცილონ თავიდან.

დღევანდელი გამოსვლისას მეიმ გუნდს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გაერთიანდნენ და მივიდნენ საბოლოო გადაწყვეტილებამდე. "მართალია, ჩვენ შესაძლოა არ ვეთანხმებოდეთ ყველა კონკრეტულ ნაწილს ამ შეთანხმებისა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ შეთანხმება, რომელიც სასარგებლოა ბრიტანეთისთვის, მთავარია გავერთიანდეთ", - მიმართა მეიმ პარტიის წევრებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG