ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ევროკავშირში კოლეგებისთვის მიმართვას გეგმავს, რომლის მიზანიც “ბრექსიტის” სახელით ცნობილი პროცესის განახლებაა.
ლონდონს და ბრიუსელს შორის მიმდინარე ოთხდღიანი მოლაპარაკაბების მიუხედავად, მხარეები ვერ თანხმდებიან. ეს “ბრექსიტის” პროცესზე გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდია.
ოფიციალური პირების შეფასებით, მოლაპარაკებები ჩიხშია და მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ევროპელების თქმით, ბრიტანელებს ვერ გადაუწყვეტიათ რა სურთ, ბრიტანელების განცხადებით კი ევროკავშირი თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებებს ხელოვნურად აჭიანურებს.
Facebook Forum