ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ ბოლტონი უკრაინაში ჩავიდა


ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი კიევში ჩავიდა. ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტის პოსტზე არჩევის შემდეგ ამერიკის ხელისუფლების პირველი ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლის ვიზიტია უკრაინაში.

"ელჩი ბოლტონი აქ იმისთვის არის, რომ ხაზი გაუსვას ამერიკის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსის მიმართ. ის ელის, რომ პროდუქტიული შეხვედრები ექნება უკრიანის მთავრობის წევრებთან", - წერს ამერიკის საელჩო უკრაინაში "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.

ერთი დღით ადრე, ბოლტონმა ასევე "ტვიტერზე" დაწერა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ზელენსკის ძალისხმევასა და ხედვას იმის თაობაზე, რომ შექმნას უფრო ძლიერი და მეტი კეთილდღეობის მქონე უკრაინა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ბრძოლის პარალელურად.

27 აგვისტოს ბელორუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლტონი უკრაინის შემდეგ, მინსკს ეწვევა და პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან გამართავს მოლაპარაკებებს. კონკრეტული თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. ამერიკის მთავრობას კი ბელორუსში ბოლტონის ვიზიტის შესახებ ცნობები ოფიციალურად არ დაუდასტურებია. თუმცა თუკი ვიზიტი შედგა, ბოლტონი ბოლო 20 წლის განმავლობაში ამერიკის ხელისუფლების ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელი იქნება, რომელიც ბელორუსს ეწვია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG