ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთანიაჰუ უკრაინასთან უფრო მჭიდრო კავშირისკენ მოუწოდებს


დაძაბულ საარჩევნო კამპანიაში ჩართულმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, უკრაინაში ორდღიანი ვიზიტი დაიწყო, რაც ხაზს უსვამს ემიგრირებული ყოფილი საბჭოთა მოქალაქეების მნიშვნელობას, რომლებიც ხმის მიცემის დროს სავარაუდოდ ფაქტორი იქნება.

ამჟამად, ისრაელში მილიონზე მეტი ყოფილი საბჭოთა მოქალაქე ცხოვრობს და ეს მისი მოსახლეობის ერთ მეხუთედს შეადგენს. ამან ნეთანიაჰუს უკარნახა, რომ 19 აგვისტოს, უკრაინასთან მჭიდრო კავშირისკენ მოეწოდებინა.

პრემიერმა ნეთანიაჰუმ, ორი ათწლეულის განმავლობაში, ქვეყანაში თავისი პირველი ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მომავლის აშენება ცალ-ცალკე შეუძლიათ, მაგრამ ერთად ამას უკეთესად გააკეთებენ.

კიევში, მოქარგულ სამოსში გამოწყობილმა ახალგაზრდა უკრაინელებმა, სტუმართმოყვარეობის ნიშნად, ნეთანიაჰუს და მის მეუღლე სარას, ტრადიციულად პური და მარილი მიართვეს.

ნეთანიაჰუსთან საუბრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში უკრაინის მთავარი ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორი ისრაელია. მან ისრაელის კომპანიებს უკრაინაში მუშაობისკენ და ინვესტირებისკენ მოუწოდა.

იანვარში ქვეყნებმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელიც გააუქმებდა საბაჟო გადასახადს ისრაელის სამრეწველო ნაწარმის დაახლოებით 80 პროცენტზე და უკრაინის ნაწარმის 70 პროცენტზე. უკრაინის მხარემ მისი რატიფიკაცია მოახდინა, მაგრამ ისრაელმა ეს არ გააკეთა.

ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში, ქნესეთში, საყოველთაო არჩევნები 17 სექტემბერს ჩატარდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG