ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთანიაჰუ ქვეყნის სათავეში, სავარაუდოდ, მეხუთე ვადით დარჩება


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, სავარაუდოდ, მოახერხებს მეხუთე ვადით ქვეყნის სათავეში დარჩენას. 9 აპრილს გამართული საპარალმენტო არჩევნების შედეგებით ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდი" და მისი მემარჯვენე მოკავშირეები საუკეთესო მდგომარეობაში არიან კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.

ბიულეტენების 97 პროცენტის დათვლის შედეგად, ლიკუდს და ცენტრისტულ ლურჯი-თეთრის პოლიტიკურ ალიანს ხმების თითქმის თანაბარი რაოდენობა აქვთ. გამომდინარე იქიდან, რომ ვერცერთმა პარტიამ მოახერხა კნესეტში უმრავლესობის მოპოვება, შემდეგი ნაბიჯი კოალიციის შექმნა იქნება. შედეგების მიხედვით, ლიკუდი და მისი მოკავშირე პარტიები ერთად შეძლებენ 120 მანდატიან პარლამენტში 65 ადგილის მოპოვებას.

ხმების დათვლის პარალელურად, ორივე მხარემ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ნეთანიაჰუმ მის მხარდაჭერებს განუცხადა, რომ მისმა პარტიამ "უდიდეს გამარჯვებას" მიაღწია და თქვა, რომ ის "ყველას პრემიერ-მინისტრი" იქნება.

თუ ნეთანიაჰუ მოახერხებს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას, მეხუთე ვადით პრემიერის პოსტზე დარჩენის შემდეგ, ის ისრაელის მმართველი ყველაზე ხანგრძლივი დროით იქნება და უკან ჩამოიტოვებს ისრაელის დამფუძნებელ ლიდერ დავიდ ბენ-გურიონს.

ნეთანიაჰუს ოპონენტი, ყოფილი სამხედრო ლიდერი ბენი განცი კი საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდებდა ცვლილებისთვის მიეცა ხმა. "საჭიროა ცვლილება და ჩვენ ცვლილების შესაძლებლობა გვაქვს", - აცხადებდა ის არჩევნების წინ.

პარალელურად, ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. ისრაელის გენერალური პროკურორის განცხადებით, ის გეგმავს ნეთანიაჰუსთვის კორუფციის, თაღლითობის და ნდობის ბოროტად გამოყენებისვის ბრალის წაყენებას. ნეთანიაჰუ გამოძიებას "კუდიანებზე ნადირობას უწოდებს". პრეზიდენტი ტრამპიც სწორედ ასე მოიხსენიებდა რუსეთთან გარიგების საკითხებზე 2 წლის მანძილზე წარმოებულ სპეციალურ გამოძიებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG