უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპული ორი ქართველის, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ცხედრები საქართვლოში ჩაასვენეს. ათასობით ქართველი შეიკრიბა გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მათთვის პატივის მისაგებად.
ბერიაშვილი და რატიანი 18 მარტს კიევთან ახლოს, ირპინის დასახლებაში ბრძოლებისას დაიღუპნენ. გადმოსვენებას ადგილზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ გარდაცვლილთა ოჯახებისთვის სამძიმრის გამოსაცხადებლად.
მოქალაქეებს, უკრაინაში დაღუპული ქართველების სამძიმარზე მისვლა, რამდენიმე დღის განმავლობაში შეეძლებათ.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბახვა ჩიქობავა, 19 მარტს, მარიუპოლში ბრძოლისას დაიღუპა.
Facebook Forum