ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორელი მოსკოვს უკრაინასთან მოლაპარაკებების შეფერხებაში ადანაშაულებს


ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ რუსეთი აფერხებს მოლაპარაკებებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და სერიოზულად არ მიიღებს დისკუსიებს, სანამ არ მიაღწევს თავის მიზნებს სამხედრო გზით.

24 მარტს, ესპანურ TVE-სთან მიცემულ ინტერვიუში ბორელმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცდილობს, შავი ზღვის სანაპიროს ალყა შემოარტყას, რათა უკრაინის წყლიდან იზოლირება მოახდინოს.

"ამჟამად, რუსეთს არ სურს დაჯდეს და რაიმეზე მოილაპარაკოს. რაც მას სურს არის ოკუპაცია", - თქვა ბორელმა. „[რუსეთს] სერიოზულად მოლაპარაკება მხოლოდ მაშინ ენდომება, როდესაც ძლიერ პოზიციას მოიპოვებს“.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსი სამხედროები ძირითადად უკრაინის ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთ ნაწილებს უტევენ. მთავარი სამიზნეა ქვეყნის დედაქალაქი კიევიც. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ქალაქ მარიუპოლში, საიდანაც ის მხარე, რომელიც მასზე კონტროლს მოიპოვებს, აზოვის ზღვაზე გასასვლელსაც მოიპოვებს.

გარდა ამისა, მარიუპოლზე კონტროლი რუსეთისთვის ნიშნავს ოკუპირებულ ყირიმზე გასასვლელის მოპოვებასაც.

XS
SM
MD
LG