ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ლაჩინის კორიდორის გახსნისკენ მოუწოდებს


კვირას, ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს სატელეფონო საუბარი ჰქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. მათ ლაჩინის კორიდორის, კერძო და კომერციული ავტომობილებისთვის რაც შეიძლება სწრაფად გახნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუი მილერმა თქვა, რომ ბლინკენმა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების ღრმა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ოფიციალურმა ბაქომ კორიდორთან საკონტროლო-გამშვები პუნქტი გახსნა.

სომხეთი დილემის წინაშე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:24 0:00

ლაჩინის კორიდორი ერთადერთი გზაა, რომელიც ერთნიკური სომხებით დასახლებულ აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის რეგიონს სომხეთთან აკავშირებს. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ აზერბაიჯანის ასეთი გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ზოგადად, რეგიონში მშიდობის დამყარებას.

ალიევთან სატელეფონო საუბრის დროს, ბლინკემა ასევე ხაზი გაუსვა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებლობას, რომელსაც ამერიკა მხარს უჭერს.

გარდა ამისა, დღეს, უკრაინის სახელმწიფო მდივანი ვაშინგტონში მყოფ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას შორის ასრებული დაძაბულობის შემსუბუქებაა.

მოლოდინი, რომ სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ, სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობები რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, არ ყოფილა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ვაშინგტონის მიზანია დარწმუნდეს, რომ მინისტრები შეძლებენ დასხდნენ და ისაუბრონ ერთმანეთთან... მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მათ მესამე მხარის გარეშეც შეძლონ მოლაპარაკებების გაგრძელება.

XS
SM
MD
LG