ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბაიდენი და პირველი ლედი, ჯორჯიაში პრეზიდენტ კარტერს ეწვევიან


სამშაბათს თეთრმა სახლმა თქვა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, ჯორჯიაში ყოფნისას 39-ე პრეზიდენტ ჯიმი კარტერს და მის მეუღლე როზალინს ეწვევიან.

თეთრმა სახლმა ადრე გამოაცხადა, რომ ხუთშაბათს ბაიდენი თანამდებობაზე ყოფნის 100 დღის აღსანიშნავად, ატლანტაში ავტომობილიდან გადმოუსვლელ შეკრებას დაესწრებოდა. ეს ოთხშაბათ საღამოს, კონგრესის გაერთიანებულ სესიაზე მიმართვით გამოსვლის შემდეგ იყო დაგეგმილი. ბაიდენები ახლა ჯორჯიის შტატის ქალაქ პლეინსში გამგზავრებასაც დაამატებენ, რათა კარტერებს ესტუმრონ.

96 წლის ყოფილმა პრეზიდენტმა და 93 წლის ყოფილმა პირველმა ლედიმ, ბაიდენის ინაუგურაციაზე დასწრება კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ შეძლეს. ახლა ორივე მათგანი აცრილია და კარტერებმა თავის ძველ ეკლესიაში ლოცვა განაახლეს.

კარტერის პრეზიდენტობის დროს, 1977-დან 1981 წლამდე, ბაიდენი დელავერის ახალგაზრდა სენატორი და კარტერის მოკავშირე იყო.

ახლა კარტერი ამერიკის ისტორიაში ყველაზე დღეგრძელი პრეზიდენტია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG