ამ წუთებში, ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს სამიტზე, ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოდის. ეს გაეროში, პრეზიდენტის როლში მისი პირველი მიმართვაა.
"ეს მნიშვნელოვანი და შედეგის მომტანი კვირაა პრეზიდენტ ბაიდენისთვის, მისთვის, როგორც ხელმღვანელისთვის მსოფლიო არენაზე და იმისთვის, რომ ამერიკის კრიტიკული პრიორიტეტები ეროვნული უსაფრთხოების შესახებ მსოფლიოში უფრო წინ წამოწიოს ფართო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის",- ამბობენ ბაიდენის ადმინისტრაციაში.
ყოველწლიური ღონისძიება, გაეროს 193 წევრისთვის შანსია იმისა, რომ განიხილონ და ისაუბრონ რეგიონული და გლობალური გამოწვევების შესახებ.
პრეზიდენტი ბაიდენი ნიუ-იორკში ორშაბათს ჩავიდა, რათა პირადად შეხვედროდა 100-მდე ქვეყნის ლიდერს, გაეროს სათაო ოფისში. სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი მას შეხვედრები აქვს ავსტრალიიის პრემიერ სკოტ მორისონთან და ბრიტანეთის პრემიერ ბორის ჯონსონთან.