ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინასწარი მონაცემებით "ერთიანი რუსეთი" საკონსტიტუციო უმრავლესობას ინარჩუნებს


Russia Election
Russia Election

რუსეთის ფედერაციაში გამართული არჩევნების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ დუმის ქვედა პალატაში, საკონსტიტუციო უმრავლესობას კრემლის მიერ მხარდაჭერილი პარტია, „ერთიანი რუსეთი“ ინარჩუნებს. დამოუკიდებელი მონიტორები გამართულ არჩევნებს, რუსეთის ისტორიაში „ერთ-ერთ ყველაზე ბინძურად“ მოიხსენიებენ.

კენჭისყრის ხელყოფისა და დარღვევების შესახებ არსებული მონაცემების ფონზე, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 21 სექტემბერს გამოაცხადა, რომ „ერთიანმა რუსეთმა“ ხმათა 49.82% მიიღო. ეს მაჩვენებელი, პარტიის მიერ წინა არჩევნებზე მიღებულ ხმათა რაოდენობას 6 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება.

სამდღიანი არჩევნების წინასწარი საბოლოო შედეგების თანახმად, „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენლებმა სახელმწიფო სათათბიროში პროპორციულად 112 ადგილი დაიკავეს. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებიდან პარტიამ 198 მანდატი მოიპოვა.

ეს პარტიას, დუმის 450 ადგილიდან ორ მესამედს აძლევს. ეს რაოდენობა კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანადაა საჭირო.

„ერთიანი რუსეთის“ უახლოესმა კონკურენტმა, კომუნისტურმა პარტიამ ხმათა 18.93% მიიღო - ეს მაჩვენებელი, წინა არჩევნებზე პარტიის მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობას 6%-ით აღემატება.

სახელმწიფო სათათბიროში წარმომადგენლობისთის საჭირო 5%-იანი ბარიერი კიდევ სამმა პარტიამ გადალახა, - „ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ 7.55%-ით, „სამართლიანმა რუსეთმა“ 7.46%-ით და ახალმა პარტიამ „ახალმა ხალხმა“ 5.32%-ით.

არჩევენების საბოლოოს შედეგები 24 სექტემბერს უნდა გამოცხადდეს.

როგორც წინასაარჩევნო გარემო, ასევე თავად კენჭისყრის პროცესი დასავლეთის მხრიდან მკაცრად იქნა გაკრიტიკებული. 1993 წლის შემდეგ პირველად, რუსეთის ხელისუფლების დაწესებული შეზღუდვის გამო არჩევნებს არ დაკვირვებია ეუთოს სადამკვირვებლო მისია.

XS
SM
MD
LG